ამ გვერდის ამობედვა

თუშეთის მიმართულებით ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვისა და მეტეოროლოგიური პირობების გაუარესების გამო,

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის კმ12-კმ72 მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ხოლო, აღნიშნული გზის კმ1-11 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

 

უსაფრთხოების მიზნით, თუშეთის მიმართულებით, ავტოტრანსპორტის მოძრაობა შემოდგომაზე, მეტეორეოლოგიური პირობების შესაბამისად იკეტება და გაზაფხულზე იხსნება.

წაკითხვა 8419 ჯერ განახლდა განახლდა ოქტომბერი 27 2018