დავით მებაღიშვილი: სოლიდარობა სოლიდარობისათვის და ინიციატივა, რომელიც ათასობით სიცოცხლეს გადაარჩენს
პოლიტიკური მეცნიერებებისა და სამართლის სტუდენტი, დავით მებაღიშვილი, მნიშვნელოვანი ინიციატივით გამოდის და საზოგადოებას მისი მოსაზრების გაზიარებისკენ მოუწოდებს. სააგენტო FirstNews.Ge ახალგაზრდა ინოვატორის მოსაზრებას უცვლელად გთავაზობთ:
„გუშინ, 8 ოქტომბერს, 2020 წელს, საგზაო შემთხვევის შედეგად, 12 წლის გოგონა დავკარგეთ. ვითვალისწინებ ოჯახის მდგომარეობას და მსურს მაქსიმალურად დეტალური იყოს ჩემი აზრი ლიზის სამახსოვროდ, მისი ოჯახისა და ჩემი პატარა დის სანუგეშოდ, რადგანაც, გოგონა სწორედ მისი კლასელი და მეგობარი იყო.
ეს შემთხვევაც, ისევე როგორც სხვა ყველა დანარჩენი, არის წამიერი და რეალურად,მხოლოდ მისი ალბათობის შემცირებაა შესაძლებელი. ლიზის მშობელი კი ამ საბედისწერო წამის შემდეგ, სულიერად განდგურდა, რაშიც, მე პირადად, ბრალს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგზაო პოლიციის სამსახურს ვდებ: მათ იციან, რომ მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში არსებობს ავტომობილებში, უსაფრთხოების ქამრების უკანა სავარძელზე გამოყენების პრაქტიკა, რასაც, ჩვენს ქვეყანაში, მიუხედავად ავტოსაგზაო შემთხვევბის მაღალი მაჩვენებლისა, არ ნერგავენ!
სამწუხაროდ, ჩვენი ხელისუფლება დაკევაბეულია წარმომადგენლობითი დემოკრატიით, რომელიც არა ხალხს, არამედ მანდატიანებს, მათ კონტაქტებსა და გავლენებს ემსახურება უკვე 29 წელია და ამ შეცდომის შემჩნევა 2020 წლის წინასაარჩევნოდაც შესაძლებელია.
სწორედ კანონის არ არსებობა გახდა მიზეზი იმისა, რაც გუშინ მოხდა: მშობელმა წამით გადაიტანა ყურადღება მანქანის სალონში დავარდნილ ნივთზე, ლიზის ეძინა, ავტომობილი ამოტრიალდა და ლიზიმ ისე მიიღო კისრის სასიკვდილო ტრავმა, რომ არც კი გაუღვიძია. მშობელი აცხადებს, რომ შვილი მოკლა, თუმცა, ეს მშობელი, ამ შემთხვევაში სახელმწიფოა და არა -კონკრეტული ადამიანი. რატომ სახელმწიფო? იმიტომ, რომ საქართველოს შსს არ ამოწმებს სრულად ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას, არც იმას, მანქანის უკანა სავარძლის ღვედი გამართული არის თუ არა.
რა თქმა უნდა, შეიძლება ბევრი რამით ევროპამდე შორს ვართ ჩვენი ომების, კონფლიქტებისა და უსახსრობის ფონზე, თუმცა, ამ საკითხში, ნამდვილად შეიძლება, რომ მივბაძოთ. პირადად მე, საფრანგეთში მიღებული გამოცდილების შემდეგ, ხშირად ვსარგებლობ უკანა სავარძელში მოთავსებული ღვედით, - ჩემივე უსაფრთხოებისთვის.
არსებულ სიტუაციაში, ლიზის სამახსოვროდ და ოჯახის სანუგეშოდ ვაცხადებ, რომ შსს-ს საგზაო პოლიციის სამსახურმა უნდა დაიწყოს საგზაო უსაფრთხოების საკითხში დასავლეთ ევროპისთვის ჩვეულებრივი და მისაბაძი გამოცდილების გაზიარება, რასაც უკანა სავარძელში, ღვედის გამოყენების აუცილებლობა წარმოადგენს! მათ უნდა განაცხადონ კონკრეტული თარიღი, როცა ეს საკითხი იქნება დახურული!
ამ მიზნისათვის გამოვიყენებთ ყველაფერს, რათა მივწვდეთ საჯარო პირებს და განვახორციელოთ მათი დაპირების კონტროლი.
მოგმართავთ თხოვნით, გააზიარეთ განცხადება და ნებისმიერი სახის შემოთავაზება გამიზიარეთ პირადად.
ნათელში იყოს უდროოდ წასული ანგელოზი - ლიზი!“ - ამბობს დავით მებაღიშვილი.
სიახლეები
- " პაპი ფრანცისკე ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ლიდერი იყო" - ჯო ბაიდენი
- მსოფლიო ლიდერები პაპ ფრანცისკეს გარდაცვალებას ეხმაურებიან
- "ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ პაპი ფრანცისკეს გარდაცვალების გამო - მისი მშვიდობის, თანაგრძნობისა და ერთიანობის მემკვიდრეობა გაგრძელდება"
- "ჩემი ფიქრები მილიონობით კათოლიკესთანაა, რომლებიც პაპ ფრანცისკეს გარდაცვალებას გლოვობენ" - სალომე ზურაბიშვილი
- რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა