"პატარა პარტიებს შევახსენებ, პოლიტიკური უფსკრულის პირას დგახართ"
ექსპერტი, ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში ბოლო დღეების მოვლენებს ეხმაურება:
"ნუ ატყუებთ ხალხს, როცა გესაუბრებათ ევროკავშირის ელჩი, ე.ი. გესაუბრებათ მთელი ევროკავშირი. ასევე, როცა გესაუბრებათ აშშ-ს ელჩი, ე.ი. გესაუბრებათ ამერიკის ადმინისტრაცია.
ანა-ბანაა, ელჩები თავიანთ მთავრობებთან შეუთანხმებლად ერთს კი არა, ნახევარ ნაბიჯს არ გადადგამენ.
ელისაშვილმა რაც ისაუბრა თავის "ლაივში", ზუსტად მაგას ვწერ თვეზე მეტი, მათ შორის გუშინდელ პოსტში, როცა დავწერე ვინ რა მიზეზით არ შედის. კერძოდ ის, თუ რატომ არ შედის პარლამენტში ევროპული საქართველო, ყველა ვერ შეეტია. ასევე, დავწერე ბევრჯერ, ახლა აქვს ოპოზიციას შანსი, საარჩევნო სისტემის ყველა ნაკლოვანება გამოსწორდეს.
ლელოს ლიდერმა რაც თქვა, თუ რატომ არ შედის პარლამენტში, ფაქტიურად აღიარა, რაც გუშინ დავწერე.
გვარამიამ რაც ილაპარაკა აშშ-ს ელჩზე, ამერიკაზე, ტრამპზე, დიპლონატიაზე, მხოლოდ ბრბოზეა გათვლილი. რა თქმა უნდა სრული აბსურდის კასკადი იყო. მაგის მეათასედი რომ ეთქვა ოცნების წარმომადგენელს, ან სხვა ვინმეს, ჩაქოლავდნენ და მოღალატის იარლიყს ჩამოკიდებდნენ, რა თქმა უნდა პუტინის მონას დაუძახებდნენ.
ქართული ოცნება, არჩევნების შედეგებთან და პოლიტპატიმრრბთან დაკავშირებით უკან დახევა ნიშნავს პოლიტიკურ კრახს.
ნუ აყვებით და ნუ თვლით პრობლემად, ერთი პარტია გახსნის სხდომას, თუ ცხრა. პარლამენტი არჩეულია და ის შედგება 9 სუბიექტისგან, პლუს ნაცმოძრაობის სიით გასული პარტიებისგან.
პირველი სხდომის ბოიკოტირებას მოახდენენ, თუ ბოლოს, რა მნიშვნელობა აქვს? ერთი წელი იჯექით ოპოზიციის გარეშე, ჩამოიქცა ცა? გაგაკრიტიკათ ვინმემ დასავლეთში, ან ვინმეს ადარდებდა?
პატარა პარტიებს შევახსენებ, პოლიტიკური უფსკრულის პირას დგახართ. ნუ აყვებით ფულიან პარტიებს.
თემა დაიხურა!!"- წერს ის.
ტეგები:
სიახლეები
- “საბოტაჟის საქმე” და 8 ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ბედი - დაიწყება თუ არა დაპატიმრებების ახალი ტალღა
- "ჩემი ყოველი დილა ამ გემრიელობით იწყება" - საუზმე სიმითით
- 28 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
- "სასურველია, რომ პატრიარქის არჩევნებთან დაკავშირებით მსჯელობამ და პოლემიკამ არ მიიღოს ისეთი ხასიათი, რაც საზოგადოებაში განხეთქილებას შემოიტანს"
- პროკურატურამ გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმეზე, ცრუ ჩვენების მიცემის ფაქტზე არასრულწლოვანს ბრალდება წარუდგინა