"გაიხსენეთ რა ხდებოდა 2012 წელს, როცა მომლოცველებს გარეჯში ჩასვლა შეუზღუდეს"
ექსპერტი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში დავით გარეჯის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება:
"ექს-პრეზიდენტის 2007 წლის ვიდეო ინტერვიუ გავრცელდა საზოგადოებრივ მაუწყებელზე (ვიდეო იხ. კომენტარებში).
ვიდეოში ფაქტიურად ამბობს, რომ თავის კოლეგასთან ერთად გადაწყვიტა, "შევქმნათ ჯგუფი და საზღვარი დაიხატოს ისე, რათა სტრატეგიული სიმაღლე, დარჩეს აზერბაიჯანის მხარესო".
აქ რამდენიმე კითხვა იბადება:
1. თუ სიმაღლე რჩება იქეთ, როგორ უნდა დარჩეს ჩიჩხიტური აქეთ?
2. თუ თავად გადაწყვიტეს, რატომ არ გააფორმეს ეს წერილობით?
3. რატომ არ გააუქმეს 1996 წლის შეთანხმება რუკებთან დაკავშირებით? იმ შეთანხმების თანახმად, სხვა რუკებით სარგებლობის იურიდიული უფლება არ ჰქონდათ.
4. ეს რა ფრაზაა "საზღვარი ისე დაიხატოს"?
5. ცალკე შესაფასებელია ექს-პრეზიდენტის მიერ გაკეთებული განცხადება, თითქოს ეს სიმაღლე აზერბაიჯანს სამხედრო დანიშნულებისთვის ესაჭიროებაო. ამ თემას არ ჩავუღრმავდები აზერბაიჯან-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობიდან გამომდინარე. უბრალოდ, როგორ უნდა "დახატო" საზღვარი ისე, რომ სიმაღლე იქეთ დარჩეს, ხოლო მთლიანი სამონასტრო კომპლექსი აქეთ?
მოკლედ, ეს ვიდეო ჩანაწერი მთავარ კითხვას სცემს პასუხს, რომ გადაწყვეტილება მაშინდელმა პრეზიდენტმა მიიღო.
ახლა გაიხსენეთ რა ხდებოდა 2012 წელს, როცა ჩვენს მომლოცველებს შეუზღუდეს გარეჯში ჩასვლა, ვინ რა განცხადებებს აკეთებდა? ასევე გაიხსენეთ რა ხდებოდა 2019 წელს, რა აქციები მოეწყო, ვინ რა განცხადება გააკეთა? ამ ყველაფერზე 2019 წლის 28 მაისის პოსტში ვწერდი, რომელშიც 2012 წლის ამბებიც შეგახსენეთ. ვისაც გაინტერესებთ, მოგაწვდით,"- წერს ის.
ტეგები:
სიახლეები
- "თურქეთი მეტ არარუსულ ნავთობს ყიდულობს და ამცირებს რუსული ნავთობის იმპორტს" - Reuters
- "დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც სულიერი ძნელბედობაა, განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება"
- "ნიგერიის მთავრობა ქრისტიანების მკვლელობას კვლავ თუ დაუშვებს, აშშ, შესაძლოა, „ცეცხლითა და მახვილით“ შევიდეს ამ შერცხვენილ ქვეყანაში ისლამისტი ტერორისტების გასანადგურებლად"
- თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსად გოგა მემანიშვილი დაინიშნა
- "დღეს საქმე გვაქვს რუსული კანონმდებლობის სრულ ერთობლიობასთან, რომლის მიზანია, საქართველოს სახელმწიფოს ძირეულად უცვალოს სახე და ჩრდილოეთ მეზობლის ანარეკლად იქცეს"
