"ბაღებსა და სხვა დაწესებულებებში სკოლების მსგავსი მიდგომა იქნება"

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ბაღებსა და სხვა დაწესებულებებში სკოლების მსგავსი მიდგომა იქნება, სადაც საჭიროების შემთხვევაში წერტილოვანი შეზღუდვები წესდება.

 

ამასთან, როგორც გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ვირუსთან თანაცხოვრებას უნდა მივეჩიოთ, რაც ჯანდაცვის სექტორის მზაობასა და არსებული წესების დაცვით ეკონომიკის გახსნას გულისხმობს.

 

„ძლიერ „ლოკდაუნებს“ და მკაცრ ღონისძებებზე ნაკლებად მიდიან ქვეყნები, უფრო საუბარია წერტილოვან შეზღუდვებზე. მაგალითად, როდესაც გვაქვს სკოლაში ინფიცირების შემთხვევა, არ იკეტება სკოლა, თუ სჭიროა, იკეტება კლასი, ხდება ბავშვების თვითიზოლაციაში გადასვლა, ასევე მასწავლებელი გადადის თვითიზოლაციაში და შემდეგ 12 დღის განმავლობაში ხდება მათი დაკვირვება. ასე იქნება ბაღებთან და სხვა დაწესებულებებთან მიმართებით იმიტომ, რომ პანდემია არ დასრულდება კიდევ კარგა ხანს და ჩვენ უნდა მივეჩვიოთ ამ ვირუსთან ერთად თანაცხოვრებას, რაც ნიშნავს ერთი მხრივ ჯანდაცვის სექტორის სრულ მზადყოფნას იმისთვის, რომ ახალი შემთხვევები მართოს. მართვა უნდა იყოს ძირითადად პირველადი ჯანდაცვის დონეზე, მეორე მხრივ ნიშნავს ეკონომიკის გახსნას და ნორმალური ცხოვრებისკენ დაბრუნებას, თუმცა ყველა იმ წესის დაცვით, რასაც ჯანდაცვის სექტორი აცხადებს. პირველ რიგში ესაა პირბადე.

 

დიდ ქალაქებში, სადაც დიდი თავშეყრის ადგილები გვაქვს, რეკომენდირებულია, გარდა დახურული შენობებისა გარეთ, სადაც დისტანციას ვერ ვიცავთ, ვატაროთ პირბადე. იმიტომ, რომ პირბადეზე უკეთესი დამცავი საშუალება პანდემიის პირობებში არ აღმოჩენილა“,- განაცხადა გამყრელიძემ

წაკითხვა 671 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.