"გრიგოლ ვაშაძის წასვლა ბევრისთვის მოულოდნელი იყო, ბევრისთვის – არა"
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე აცხადებს, რომ პარტიიდან გრიგოლ ვაშაძის წასვლა ბევრისთვის მოულოდნელი იყო, ბევრისთვის – არა.
ამის შესახებ ის ფეისბუქის პირად გვერდზე წერს.
„გრიგოლ ვაშაძე რთულ პერიოდში მოვიდა ნაციონალურ მოძრაობაში. შემოიტანა ის, რის დეფიციტსაც მაშინ პარტია განიცდიდა. მისმა გამოცდილებამ და პირადმა თვისებებმა პარტიას შემატა საერთაშორისო იმიჯი და შიდა სტაბილურობა. საპრეზიდენტო არჩევნებში პარტიის მიერ ნაჩვენებ ბრწყინვალე შედეგში დიდი იყო გრიგოლ ვაშაძის პირადი წვლილი.
ბატონმა გრიგოლმა პარტიაში მოიტანა ბევრი რამ და არ წაუღია არაფერი. არც ყოფილა ეს მისი მიზანი. კიდევ სამი წელი დადო ქვეყნის დემოკრატიული მშენებლობის საქმეში.
პარტიიდან მისი წასვლა ბევრისთვის მოულოდნელი იყო, ბევრისთვის არა. შეიძლება, ზოგს არ მოეწონა ამ გადაწყვეტილების დრო, ზოგს ფორმა. არ არის ადვილი მიიღო ყველასათვის მოსაწონი გადაწყვეტილება, მით უმეტეს, პოლიტიკაში.
მადლობა ბატონო გრიგოლს ქვეყნისათვის გაწეული სამსახურისათვის“, – წერს რომან გოცირიძე.
სიახლეები
- "ეუთოს დამკვირვებლების მოპატიჟება ნიშნავს იმას, რომ "ოცნება" ბევრად უფრო სტრატეგიულად აზროვნებს"- კახა გოგოლაშვილი
- "საქართველოს მოქალაქეებს მოვუწოდებთ, 4 ოქტომბერს რუსული რეჟიმი მშვიდობიანად დავამხოთ და ამისთვის უნდა მოვემზადოთ" - ანა წითლიძე
- "მსოფლიოს შეუძლია აიძულოს კრემლის დამნაშავეები, შეწყვიტონ მკვლელობები" - ვოლოდიმირ ზელენსკი
- "კახი, დამშვიდდი, დადინჯდი - დაელოდეთ ხალხის განაჩენს" - ლევან ხაბეიშვილი
- "კრემლი კვლავ დასცინის დიპლომატიას, არღვევს საერთაშორისო სამართალს და კლავს ადამიანებს" - ურსულა ფონ დერ ლაიენი