"საქართველო, საუბედუროდ, კორონავირუსის გავრცელების ყველაზე უარეს, სომხურ სცენარს დაადგა"
"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს:
"საქართველო, საუბედუროდ, დაადგა კორონავირუსის გავრცელების ყველაზე უარეს, სომხურ სცენარს, რასაც შეიძლება მოჰყვეს ასეულობით მსხვერპლი და ჯანდაცვის სისტემის კოლაფსი.
-როგორ ცდილობს მთავრობა თავიდან აიცილოს მოვლენების ამ სცენარით განვითარება?
-არის თუ არა ჩვენი ჯანდაცვის სისტემა იმაზე ძლიერი, ვიდრე იყო რამდენიმე თვის წინ?
-რაში დაიხარჯა ნასესხები 5 მილიარდი და რატომ არ ეტყობა იგი ჯანდაცის სისტემას?
-რატომ დუმს მთავრობა და რატომ უქმნის ილუზიას ხალხს, რომ არაფერია საგანგაშო და რატომ ადუნებს მათ სიფრთხილეს?
-კორონაზე გამარჯვებული ხალხის პარტიად რომ გამოაცხადეთ თავი და სპეცგაზეთს რომ არიგებთ სააგიტაციოდ წინასაარჩევნოდ, ორიოდე კვირის მერე იმ გაზეთს რომ თავზე გადაგახევთ ამომრჩეველი, ამაზე თუ გიფიქრიათ?
აი, ეს არარიტირიკული კითხვები მაქვს მთავრობასთან და ოფიციალურადაც გავუგზავნი სადეპუტატო შეკითხვის სახით, რათა მივიღო პასუხი. სხვანაირად, არჩევნებამდე, არც გიპასუხებენ და არც შეიმჩნევენ," - წერს რომან გოცირიძე.
სიახლეები
- „ფედერალისტები“ კოორდინაციაში ვიქნებით მხოლოდ დემოკრატიულ ძალებთან და არა ავტოკრატიებთან, როგორიცაა „ლელო“, ენმ და ცხადია, „ქოცები“
- "კატასტროფაა, როდესაც ევროპული ფონდებიდან დაფინანსებული მედია ტერორისტს „სინდისის პატიმრად“ მოიხსენიებს" - შალვა პაპუაშვილი
- "საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის შთამბეჭდავი დაცემა" - BBC ირაკლი ღარიბაშვილის შესახებ სტატიას აქვეყნებს
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 24 ოქტომბრისთვის
- უელჩო საელჩოები - სადამდე მივა დიპლომატიური კრიზისი
