“ქართულ ოცნებას” დარჩა ერთადერთი რამ - არჩევნების გაყალბება"

ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, რომან გოცირიძის განცხადებით, Edison Research-ის კვლევა აჩვენებს, რომ საქართველოში ხელისუფლება იცვლება ოპოზიციის გაერთიანების შედეგად ჩამოყალიბებული კოალიციური ხელისუფლებით.

გოცირიძის თქმით, კვლევის შედეგად გამოკვეთილი ტენდენცია მიანიშნებს, რომ საზოგადოებას ხელისუფლების შეცვლა უნდა.

 

“Edison Research-ის კვლვა კიდევ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ხალხს უნდა ხელისუფლების შეცვლა. ამას აჩვენებს როგორც პირდაპირი ინდიკატორები, ასევე ის განწყობები, რომლებიცაა საზოგადოებაში იმ შეფასების სახით, რასაც ამბობენ ჩვენი მოქალაქეები, რომ ქვეყანა ვითარდება არასწორი მიმართულებით. გარდა ამისა, კონკრეტული ოლქების მიხედვით ჩატარებული კვლევაც ადასტურებს ხელისუფლების შეცვლის განწყობილებას, თუნდაც ის შედეგები, რაც ვიხილეთ მაჟორიტარულ ოლქებში. მაგალითად, გლდანში, სადაც უდიდესი უპირატესობით უსწრებს ნიკა მელია “ქართული ოცნების” წარმომადგენელს. ეს კვლევა არის იმის მაჩვენებელი, რომ საქართველოში ხელისუფლება იცვლება კოალიციური ხელისუფლებით, ოპოზიციის გაერთიანების შედეგად ჩამოყალიბებული ხელისუფლებით”,- განაცხადა გოცირიძემ.

 

კითხვაზე, თუ რა შანსები აქვს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე კონკრეტულად “ნაციონალურ მოძრაობას”, გოცირიძის თქმით, არჩევნები დამთავრდება ოპოზიციის გამარჯვებით.

 

“ოპოზიციაში ნებისმიერი გამოკითხვებით, “ნაციონალური მოძრაობა” არის მთავარი ოპოზიციური პარტია, ეს არის ორჯერ ორი ოთხი, მაგრამ ჩვენ არ ვაკეთებთ ახლა კონცენტრირებას მხოლოდ “ნაციონალურ მოძრაობაზე”. ამ ხელიაუფლებას ცვლის გაერთიანებული ოპოზიცია. ეს კვლევები არის პირველი დამაიმედებელი შედეგები ქვეყნისათვის და საგანგაშო შედეგები “ქართული ოცნების” ხელისუფლებისთვის”,- განაცხადა გოცირიძემ.

 

გოცირიძის თქმით, თუ ხელისუფლება არჩევნების გაყალბებას ეცდება, ის დაასრულებს ძალიან ცუდად.

 

“როდესაც ყველა კვლევა გვაჩვენებს, რომ ოპოზიციის ჯამური რეიტინგი არის მნიშვნელოვნად მეტი ვიდრე “ქართული ოცნების”, ასეთ პირობებში “ქართულ ოცნებას” დარჩა ერთადერთი რამ - არჩევნების გაყალბება. ამ გაყალბებისთვის იყენებს საკუთარ ჯიბის ორგანიზაციებს, რომლებიც ისეთ არასერიოზულ რიცხვებს დებენ, როგორიცაა “ქართული ოცნების” 50% და უფრო მაღალი. ეს არის შესამზადებელი სვლები არჩევნების გასაყალბებლად. თუკი იქნეა ასეთი მცდელობა, “ქართული ოცნების” ხელისუფლება დაამთავრებს ძალიან ცუდად”,- განაცხადა გოცირიძემ.

 

ცნობისთვის, Edison Research-ის კვლევის მიხედვით, მაჟორიტარ კანდიდატებს შორის გლდანში ნიკა მელია, ვაკეში ელენე ხოშტარია, მთაწმინდაზე კი ბექა ოდიშარია ლიდერობენ.

წაკითხვა 828 ჯერ განახლდა განახლდა სექტემბერი 16 2020
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.