ამ გვერდის ამობედვა

"ივანიშვილი საქართველოს ყველა პატიოსანი, პატრიოტი მოქალაქის პირადი მტერია"

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ზაზა ბიბილაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:

 

"ივანიშვილი საქართველოს ყველა პატიოსანი, პატრიოტი მოქალაქის პირადი მტერია. არა ოპონენტი ან მოწინააღმდეგე. არა განსხვავებული აზრის მქონე პოლიტიკოსი. არც ვირტუალურ რეალობაში მცხოვრები ოლიგარქი. არც ხეგლეჯია მანიაკი. არც მდიდარი ჯუჯაკაცი. არც უბირი ავადმყოფი. არც გიჟი, ხიხო, "უდავი" ან ჯაყო. არც უბრალოდ მოღალატე ან, მით უმეტეს, "არაფორმალური მმართველი"... ივანიშვილი ბედუკაძით, 9 თვის ბარბარე რაფალიანცის ქვევრში ჩამხრჩვალი გვამითა და თაღლითური დაპირებების კასკადით მოსული რუსული ბოროტებაა, ყველაფერზე წამსვლელი და ყველაფერზე უკვე წასული თავზეხელაღებული დამნაშავე - ყოველი ჩვენგანის პირადი, მოსისხლე მტერი,"- წერს ზაზა ბიბილაშვილი.

წაკითხვა 1304 ჯერ

სიახლეები