"სადაც არ უნდა მოსცხო, ტკივილს ვერ იგრძნობს.... ფუმფულა ტაბურეტკები დაგვირიგეს პარლამენტში" - რომან გოცირიძე
"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:
"17 მაისს ოჯახის სიწმინდის დასაცავად რუსთაველზე ათასობით ქართველი ვაჟკაცი და მანდილოსანი გამოვა. როგორც ყოველთვის, იქ გამორჩეული ქართველი დეპუტატებიც იქნებიან. თუ მათ საქციელს პირველი გამოსვლისას ცოტათი სიველურის ელფერი დაჰკრავდა, უწმინდურებს ხის ტაბურეტკებს უშენდნენ სხეულზე, ახლა ამ იარაღს მხოლოდ სიმბოლური დატვირთვა ექნება-რბილი, ”ჰუმანური” ტაბურეტკებით იქნებიან შეიარაღებულები. სადაც არ უნდა მოსცხო, ტკივილს ვერ იგრძნობს.
ნახეთ ფოტოზე, რა ლამაზი და ფუმფულა ტაბურეტკები დაგვირიგეს პარლამენტში. თეთრი, კომიტეტის თავმჯდომარე ქალბატონებისთვისაა, დანარჩენი- ყველასი,"- წერს რომან გოცირიძე და ფოტოს აქვეყნებს.
ტეგები:
სიახლეები
- "უკრაინისთვის საკვანძო სამხედრო დახმარების მიწოდების შესახებ დასავლეთის გადაწყვეტილებები ძალიან ნელია" - ზელენსკი
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 21 მაისისთვის
- "პირველ კვარტალში დასაქმებულთა რაოდენობამ 1 402 000 შეადგინა, რაც რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია" - ლევან დავითაშვილი
- ირანის პრეზიდენტის ცხედარს თავრიზიდან მეშჰედში გადაასვენებენ
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში