"ზუგდიდში არჩევნებმა ნათლად გვაჩვენა ივანიშვილის მიერ დანერგილი საარჩევნო ტექნოლოგიის ბუნება-ტოტალური კონტროლი"
"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:
"ზუგდიდში არჩევნებმა ნათლად გვაჩვენა ივანიშვილის მიერ დანერგილი საარჩევნო ტექნოლოგიის ბუნება-ტოტალური კონტროლი, დასვლა თითოეულ, კონკრეტულ ამომრჩევლამდე და მასზე წერტილოვანი ზემოქმედების მოხდენა.
ამ მექანიზმის ძალაში მოყვანას სჭირდება დიდი ფული, ბევრი დაქირავებული შემსრულებელი და ადმინისტრაციული რესურსი(თავისი ძალოვანი შემადგენლით).
ზეწოლის მთავარი იარაღია დაშინება. შიშის მთავარი ობიექტია პიროვნების ან მისი ახლობლების მიერ სამუშაოს დაკარგვა არა მხოლოდ სახელმწიფო, არამედ კერძო სექტორში, საფრთხის შექმნა პირადი ბიზნესისათვის და პერსპექტივის მოსპობა.
ზეწოლას ანხორციელებს ყველა, ვისაც კი როგორ შეუძლია: სახელმწიფო ადმინისტრაცია, სასულიერო პირები, პედაგოგები, კრიმინალი, სანათესაო-სამეზობლო, დამსაქმებელი და ა. შ.
მოსყიდვა( ფულით, საქონლით, სახელმწიფოს ხარჯზე დასაქმებით და ა. შ ) ამ ტექნოლოგიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია.
ტექნოლოგიის ბოლო სტადიაა სხვადასხვა სახის მანიპულაციები უშუალოდ არჩევნების პროცესში: მომხრეების მიწერა, მოწინააღმდეგეების განეიტრალება, მაგალითად პირადობის დამადასტურებელი მოწმობების დროებით ჩამორთმევით, სხვის ნაცვლად ხმის მიცემა, ბიულეტენების ჩაყრა და ა. შ. ).
მთლიანობაში ამას ჰქვია გაყალბება.
მიუხედავად გაყალბებული არჩევნებისა, ზუგდიდის( ასევე მთაწმინდის) შედეგები იყო ძალიან კარგი და იმის მაჩვენებელი, რომ ამ ხელისუფლებას დიდი დრო არ უწერიაб," - წერს რომან გოცირიძე.
სიახლეები
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოს ქალაქებში
- 4 ოქტომბერი, 4 საათი და 4 სცენა - ოპოზიციის გეგმის ახალი დეტალები
- "რუსეთი „ქაღალდის ვეფხვი“ არ არის - ჩვენ ვებრძვით მთელ ნატო-ს და წინ მივდივართ, ეს „ქაღალდის ვეფხვია“?"- ვლადიმერ პუტინი
- 3 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- “გეტყვით, რა მოხდება 4 ოქტომბერს, 20:00 საათისთვის...” - ვახტანგ ძაბირაძე