"ამ ბლეფ პროექტს, რომელიც ანაკლიის ჩასაძირად იყო შეთითხნილი, ვიღაც ჩინოვნიკმა მწვანე აუნთო?"
"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:
"ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ქობულიაც დასაკითხი გახდება მალე. იმედია, მოწმის სახით.
ფოთის ახალი “ღრმაწყლოვანი” პორტის მშენებლობისათვის მიწების გამოყოფის საკითხი ეკონომიკის სამინისტროში მისი მოსვლის დროიდან იხილებოდა თურმე და როგორ მოხდა, რომ მისი წასვლიდან მალევე ”ტექნიკური შეცდომის” წყალობით, ამ ბლეფ პროექტს, რომელიც ანაკლიის ჩასაძირად იყო შეთითხნილი, ვიღაც ჩინოვნიკმა მწვანე აუნთო? ან მის დროს იყო თანხმობა გადაწყვეტილი, ან მისი მოხსნით ისარგებლეს.
დეტალებზე არ ვისაუბრებო, განაცხადა პარლამენტში ”გამოსამშვიდობებელი” შეხვედრისას. პასუხისმგებლიანი პირები სწორედაც რომ დეტალებზე უნდა საუბრობდნენ.
მოუწევს!"- წერს რომან გოცირიძე.
ტეგები:
სიახლეები
- "მსურს, რომ სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიზნებს რაც შეიძლება მალე მივაღწიოთ" - დიმიტრი მედვედევი
- გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის პროგნოზის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
- ვერცხლის სავსემთვარე და სატურნის ახალი ციკლის დაწყება - როგორი იქნება თებერლის თვე ზოდიაქოს ნიშნებისთვის
- იმერეთის პოლიციამ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო, დაკავებულია სამი პირი
- პირველი თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი