საქართველოს ნაკრებმა რაგბიში პორტუგალია დაამარცხა
რაგბი ევროპის პირველ ტურში, საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიის დამარცხება მარტივად შეძლო.
მატჩი ლისაბონში ჩატარდა და ის ანგარიშით 27:16 დასრულდა.
აღსანიშნავია, რომ შეხვედრის პირველი ნახევარი პორტუგალიის სასარგებლოდ, ანგარიშით 13:10 დასრულდა, თუმცა მატჩის მეორე ნახევარში გიორგი მელიქიძის ლელოს წყალობით ეროვნული ნაკრები დაწინაურდა. 66-ე წუთზე შალვა მამუკელაშვილმა სხვაობა 6-მდე გაზარდა. საბოლოო ანგარიში კი თორნიკე ჯალაღონიამ დააფიქსირა. პირველი ლელო მატჩის 18-ე წუთზე მირიან მოდებაძემ დადო, 27-ე წუთზე კი - ჯაბა ბრეგვაძემ.
სიახლეები
- ზოგადი განათლების საფეხურებში ცვლილება ხორციელდება, რომლის მიღების შედეგადაც, სავალდებულო საბაზო განათლება 9 კლასის ნაცვლად, 10 კლასით განისაზღვრება
- ქათამი თაფლითა და ფორთოხლით
- მთავრობის დადგენილებით, ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით, 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა
- შარლ მიშელი სალომე ზურაბიშვილთან და ირაკლი კობახიძესთან სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
- " ჩვენ არ ვართ კოლონია, დამოუკიდებელი სუვერენული სახელმწიფო ვართ - ევროპაში თავაწეული დავდივარ, რატომ უნდა წამომარტყას ვიღაცამ?" - კახა კალაძე