ამ გვერდის ამობედვა

მწვანე სუპი

ვიტამინებით მდიდარი და დიეტური მწვანე სუპის რეცეპტი.

ინგრედიენტები:

 

1   ს/კ ზეითუნის ზეთი

2   ცალი დიდი პრასი

1   ცალი დიდი ტკბილი კარტოფილი

5   კბილი დაჭრილი ნიორი

5   ჭიქა წყალი

2   ჭიქა გარჩეული ბარდა

4   ჭიქა თოთო ისპანახი

ზღვის მარილი და პილპილი გემოვნებით

ახალი მწვანილი მოსართავად

 

მომზადების წესი:

 

საშუალო ტემპერატურაზე დიდ ქვაბში მოათავსეთ ზეითუნის ზეთი და დაჭრილი პრასი მწიკვ მარილთან ერთად. შუშეთ 3 წუთით. დაუმატეთ კუბებად დაჭრილი ტკბილი კარტოფილი, ნიორი და 4 ჭიქა წყალი. აადუღეთ, შემდეგ შეამცირეთ ტემპერატურა და ადუღეთ დაბალ ცეცხლზე. დააფარეთ და ადუღეთ 15 წუთით, კარტოფილის ხარშვამდე.

 

გადმოდგით გაზქურიდან. სწრაფადვე დაუმატეთ ბარდა, ისპანახი, 1 ჭიქა ცივი წყალი და კარგად და დიდხანს ურიეთ.

 

ხელის ბლენდერის დახმარებით, თქვიფეთ სუპი გლუვი მასის მიღებამდე. შეაზავეთ მარილითა და პილპილით. გადმოიღეთ ჯამში და მორთეთ ახალი მწვანილით.

 

https://kulinaria.ge/

წაკითხვა 270 ჯერ განახლდა განახლდა ივნისი 09 2022