ამ გვერდის ამობედვა

ლაზანია - უმარტივესი რეცეპტი

ინგრედიენტები :

ინგრედიენტები

ფქვილი - 3 სკ

რძე - 3 ჭიქა

კარაქი - 50 გრ

მარილი

შავი პილპილი

ლაფშა (სწრაფად მოსამზადებელი მაკარონი) - 170 გრ

გახეხილი ყველი მოცარელა - 100 გ

საქონლის ხორცი - 300 გ

სტაფილო - 1 ც

პომიდორი - 2 ც

ხახვი - 1 ც

ზეითუნის ზეთი - 4 სკ

 

მომზადების წესი :

ქვაბში მოათავსეთ ზეთი და წვრილად დაჭრილი ხახვი. როდესაც მოიშუშება, დაუმატეთ საქონლის ხორცი, როდესაც ხორცი დაიწყებს გაწითლებას, დაუმატეთ გახეხილი სტაფილო, დატოვეთ კიდევ 10 წუთი და მოასხით გახეხილი პომიდორი, ტომატის პასტა, დაუმატეთ შავი პილპილი და მარილი. დაამატეთ ნახევარი ჭიქა ცხელი წყალი, ადუღეთ 5 წუთის განმავლობაში და დატოვეთ გასაციებლად.

 

სოუსისთვის ქვაბში მოათავსეთ კარაქი, დაუმატეთ ფქვილი, რძე და ურიეთ 5 წუთის განმავლობაში.

 

გაციებული ლაზანია სოუსთან ერთად მოათავსეთ ღუმელში და აცხვეთ 25 წუთის განმავლობაში.

 

https://gemrielia.ge/

წაკითხვა 578 ჯერ