ამ გვერდის ამობედვა

ყურძნის მაფინები

 
1   ჭიქა შაქარი
 
1⁄2  ჭიქა უმარილო კარაქი
 
2   ცალი კვერცხი
 
1   ჩ/კ ვანილის ექსტრაქტი
 
21⁄2  ჭიქა ფქვილი
 
1   ჩ/კ საცხობი სოდა
 
3⁄4  ჩ/კ გამაფხვიერებელი
 
1⁄4  ჩ/კ დაფქული დარიჩინი
 
1   ჭიქა მოუხდელი რძე
 
11⁄2  ჭიქა ყურძნის მარცვლები
 
1   ჭიქა შაქარი მოსაყრელად
 
    მომზადება 
1

წინასწარ გააცხელეთ ღუმელი 200 C-ზე. მიქსერით შაქარი და კუბიკებად დაჭრილი კარაქი(ოთახის ტემპერატურის) ფაფუკი მასის მიღებამდე 3–5 წუთით თქვიფეთ. დაუმატეთ კვერცხები(ოთახის ტემპერატურის) სათითაოდ, თასის კიდეები კოვზით ჩაწმინდეთ და დაუმატეთ ვანილის ექსტრაქტი.

2

საშუალო თასში აურიეთ ფქვილი, სოდა, გამაფხვიერებელი და დარიჩინი. ფქვილის ნაზავის მესამედი კვერცხის ნაზავს დაუმატეთ და ათქვიფეთ. შემდეგ შეურიეთ რძის ნახევარი. დაუმატეთ კიდევ ფქვილის მესამედი, ათქვიფეთ და შეურიეთ დარჩენილი რძე. შეათქვიფეთ დარჩენილი ფქვილიც. თქვიფეთ კარგად და საჭიროებისამებრ, თასის გვერდები კოვზით ჩაწმინდეთ. შეურიეთ შუაზე გაჭრილი და კურკაგაცლილი ყურძენი.

3

მოუსვით ცხიმი მაფინის საცხობ 15 ჭიქიან ფორმას. თითოეული ჭიქა ცომით თითქმის ბოლომდე ამოავსეთ. მოაყარეთ შაქარი და აცხვეთ 15–20 წუთით, გადაბრაწვამდე. გააგრილეთ ფორმაშივე. მიირთვით თბილი ან გააგრილეთ და შეინახეთ ჰერმეტულ კონტეინერში სამ დღემდე.

წყარო:კულინარია 

წაკითხვა 202 ჯერ განახლდა განახლდა იანვარი 18 2024