კარტოფილის პიურე ლორით და მოცარელათი - საუკეთესო გარნირი
ინგრედიენტები
- მოცარელა - 230 გ
- ლორი - 8 ფირფიტა
- კარტოფილი - 1 კგ
- რძე - 125 მლ
- კარაქი - 60 გ+ ფორმაზე წასასმელად
- ყველი (მაგარი სახეობის) - 150 გ
- არაჟანი - 100 გ
- მწვანე ხახვი - 50 გ
- მარილი და პილპილი - გემოვნებით
მომზადების წესები
მოცარელა გახეხეთ მსხვილად. ლორი შეწვით კარგად გახურებულ ტაფაზე ცხიმის გარეშე.
კარტოფილი დაჭერით საშუალო ზომის კუბიკებად, ჩაყარეთ ადუღებულ წყალში და ხარშეთ. როცა კარგად მოიხარშება, დაუმატეთ რძე, კარაქი და ჩაჭყლიტეთ.
შემდეგ დაუმატეთ გახეხეილი ყველი, ნახევარი მოცარელა, არაჯანი და ნახევარი დაჭრილი მწვანე ხახვი. მოაყარეთ მარილი და პილპილი.
ლორი დაჭერით პაარა ნაჭრებად, დაუმატეთ პიურეს და ყველაფერი კარგად აურიეთ.
გადაიტანეთ კარტოფილი ცხიმწასმულ ცეცხლგამძლე ფორმაში, მოაყარეთ დარჩენილი მოცარელა და მწვანე ხახვი.
აცხვეთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 20-30 წუთი.
გემრიელად მიირთვით!
სიახლეები
- ზოგადი განათლების საფეხურებში ცვლილება ხორციელდება, რომლის მიღების შედეგადაც, სავალდებულო საბაზო განათლება 9 კლასის ნაცვლად, 10 კლასით განისაზღვრება
- ქათამი თაფლითა და ფორთოხლით
- მთავრობის დადგენილებით, ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით, 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა
- შარლ მიშელი სალომე ზურაბიშვილთან და ირაკლი კობახიძესთან სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
- " ჩვენ არ ვართ კოლონია, დამოუკიდებელი სუვერენული სახელმწიფო ვართ - ევროპაში თავაწეული დავდივარ, რატომ უნდა წამომარტყას ვიღაცამ?" - კახა კალაძე