ამ გვერდის ამობედვა

პასტა ფარფალე ცოცხალი პამიდვრის სოუსით

ინგრედიენტები

  • პასტა ფარფალე - 160 გ
  • ზეთისხილი, უკურკო - 3 ს/კ
  • ცივი გამოხდის ზეითუნის ზეთი - 1 ს/კ
  • გახეხილი ყველი - 1-2 ს/კ
  • ნიორი - 3 კბილი
  • ცხარე წიწაკა, მწვანე - 1 ცალი
  • მარილი
  • რეჰანი - 2-3 ღერი

მომზადების წესები
 

ზეთისხილი დავჭრათ. პამიდორს გავაცალოთ კანი და ბლენდერით ავთქვიფოთ წიწაკასა და ნიორთან ერთად, შევანელოთ მარილით. პასტა მოვხარშოთ მდუღარე მარილიან წყალში შეფუთვაზე მითითებული წესით, შევურიოთ ზეითუნის ზეთი და ზეთისხილი, ზემოდან მოვასხათ პამიდვრის სოუსი და მოვაყაროთ ყველი. კერძი მოვრთოთ რეჰანის ფოთლებით.

 

 

https://gemrielia.ge/

წაკითხვა 753 ჯერ განახლდა განახლდა აგვისტო 21 2020