ღუმელში გამომცხვარი ტოლმა – ტომატის სოუსით
უგემრიელესია არაჟანთან ერთად
ინგრედიენტები
- ძროხის რბილობი - 400 გრ
- ღორის რბილობი - 250 გრ
- ნიახური, ოხრახუში,რეჰანი - 1 კონა
- კომბოსტო - 1 თავი
- ბრინჯი - 1 ჭიქა
- ხახვი - 1 ცალი
- ზეითუნის ზეთი
- მარილი და პილპილი გემოვნებით
- ხახვი - 1 ცალი
- სტაფილო - 1 ცალი
- ტკბილი წიწაკა - 1 ცალი
- ხმელი რეჰანი - 1 ჩკ
- პომიდორი - 600 გრ
- ზეითუნის ზეთი
- მარილი და პილპილი გემოვნებით
1. მოამზადეთ ტომატის სოუსი კომბოსტოს რულონებისთვის.
გახეხეთ ხახვი და სტაფილო. გაასუფთავეთ წიწაკა თესლებისაგან. დაჭერით წვრილად ტკბილი წიწაკა და ხახვი. გახეხეთ სტაფილო.
ჩაასხით ჯამში ზეთი და მოთუშეთ ხახვი მანამ,სანამ არ დარბილდება. დაამატეთ სტაფილო და ტკბილი წიწაკა, გააჩერეთ 5-დან 7 წუთამდე. დაამატეთ პომიდორი და მოხარშეთ კიდევ 5 წუთი. დაამატეთ გემოვნებით: მარილი, პილპილი და მშრალი რეჰანი.
2. დაჭერით ხორცი პატარა ნაჭრებად და გაატარეთ ხორცაკეპ მანქანაში.
3. ცხელ წყალში ჩაყარეთ ბრინჯი და გააჩერეთ მანამ, სანამ არ მოიხარშება ნახევრად.
4. წვრილად დაჭერით ხახვი, მოთუშეთ სანამ არ მიიღებს ოქროსფერ შეფერილობას.
5. დაამატეთ ხახვს: ბრინჯი, წვრილად დაჭრილი მწვანილი, მარილი და წიწაკა. მოურიეთ კარგად. ეს მასა შეაზავეთ ხორცთან.
6. მოათავსეთ კომბოსტო დიდ ქვაბში, ისე რომ დაიფაროს მთლიანად ადუღებული წყლით და ხარშეთ 5–7 წუთის განმავლობაში. შემდეგ გააგრილეთ და ფრთხილად განაცალკევეთ ფოთლები.
7. აიღეთ კომბოსტოს ფოთოლი და გულში მოათავსეთ გამზადებული მასა.
8. გააცხელეთ საცხობი ფორმა, დაასხით ზეითუნის ზეთი. გადაიტანეთ კომბოსტოს რულონები საცხობ ფორმაზე და მოასხით ტომატის სოუსი. დააფარეთ საცხობი ფოლგა და შედგით ღუმელში 190°C ტემპერატურაზე, საათი და 15 წუთის განმავლობაში.
სიახლეები
- ზოგადი განათლების საფეხურებში ცვლილება ხორციელდება, რომლის მიღების შედეგადაც, სავალდებულო საბაზო განათლება 9 კლასის ნაცვლად, 10 კლასით განისაზღვრება
- ქათამი თაფლითა და ფორთოხლით
- მთავრობის დადგენილებით, ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით, 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა
- შარლ მიშელი სალომე ზურაბიშვილთან და ირაკლი კობახიძესთან სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
- " ჩვენ არ ვართ კოლონია, დამოუკიდებელი სუვერენული სახელმწიფო ვართ - ევროპაში თავაწეული დავდივარ, რატომ უნდა წამომარტყას ვიღაცამ?" - კახა კალაძე