ევროკავშირმა და აშშ-მა ალექსეი ნავალნის საქმესთან დაკავშირებით რუს მაღალჩინოსნებს და კომპანიებს სანქციები დაუწესა
ევროკავშირმა და აშშ-მა ერთმანეთთან კოორდინაციით, ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის მოწამვლის საქმესთან დაკავშირებით რუს მაღალჩინოსნებს და კომპანიებს სანქციები დაუწესეს.
ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის წარმომადგენლის განცხადებით, აშშ-მა 7 რუსი კერძო პირისა და 14 დაწესებულების წინააღმდეგ გამოსცა სანქციები. ვაშინგტონის განცხადებით, აშშ-ის ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის და საომარი მოქმედებების აღმოფხვრის კანონის შესაბამისად, სანქციები დაუწესეს იმ 13 კომპანიას და ერთ საწარმოს, რომლებიც მათი თქმით, ჩართულნი არიან ბიოლოგიური და ქიმიური აგენტების წარმოებაში. შეერთებულ შტატებს ჯერ არ დაუსახელებია სასანქციე სიაში შესული პირების ვინაობა.
რაც შეეხება ევროკავშირს, „დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, მან მოგზაურობაზე აკრძალვა დაუწესა და ევროპაში აქტივები გაუყინა ოთხ რუს მაღალჩინოსანს. ესენია: რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელი ალექსანდრ ბასტრიკინი, რუსეთის გენერალური პროკურორი იგორ კრასნოვი, ეროვნული გვარდიის უფროსი ვიქტორ ზოლოტოვი და ფედერალური პენიტენციური სერვისების დირექტორი ალექსანდრ კალაშნიკოვი. ბრიუსელის განმარტებით, აღნიშნული პირები მონაწილეობდნენ ნავალნის თვითნებურ დაპატიმრებაში, ასევე მშვიდობიანი საპროტესტო აქციების მონაწილეების რეპრესიებში.
სიახლეები
- პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
- საქართველოს რკინიგზა 21 და 22 აპრილს თბილისი-ფოთი-თბილისის და თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით რეისებს ამატებს
- "საქართველოში არჩევნების გაყალბება და საგარეო კურსის შეცვლა მოგონილი თემებია, სიმართლე ჩვენს მხარესაა და მოსახლეობა მხარს ჩვენ გვიჭერს"
- "ჩვენ ვამბობთ, რომ ქართველი ხალხის ვიზით შანტაჟი ჩვენთვის მიუღებელია - შანტაჟის ქვეშ ეროვნული საქმე არ კეთდება"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 18 აპრილისთვის