"არც პირველი ვარ და არც ბოლო ვიქნები, ვისაც რუსეთში მოწამლავენ ან მოკლავენ"
ალექსეი ნავალნი ევროკავშირს ვლადიმერ პუტინის გარშემო მყოფი კრიმინალებისთვის სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ რუსმა ოპოზიციონერმა ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
ნავალნის თქმით, ანგარიშების გაყინვას და მოგზაურობაზე აკრძალვას რუსეთი სერიოზულად მანამდე არ აღიქვამს, ვიდრე ეს სანქციები ყველაზე მდიდარ ოლიგარქებსაც არ შეეხებათ.
„რუსი ხალხისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, იცოდნენ, რომ ევროპა ამ საკითხზე ჩუმად არ იქნება. მე არც პირველი ვარ და სამწუხაროდ, არც ბოლო ვიქნები, ვისაც მოწამლავენ ან მოკლავენ“,- განაცხადა ნავალნიმ.
2 სექტემბერს გერმანიის მთავრობამ დაადასტურა, რომ რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი „ნოვიჩოკის“ ჯგუფის ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერებით მოწამლეს.
სიახლეები
- იდეალური სამარხვო სადილი - ფანტია ბრინჯი ბოსტნეულით
- ვინ იქნება შემდეგი პატრიარქი - არჩევის წესი და ისტორიული პარალელები
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 26 მარტისთვის
- პენტაგონს თავდაცვის წარმოება „საომარი მდგომარეობის პირობაზე“ გადაჰყავს
- ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, რიგით მე-6 სხდომაზე დღის წესრიგით წარმოდგენილი თერთმეტი საკითხი დაამტკიცა
