პრინც ფილიპის უკანასკნელი სურვილი ცნობილია
ბრიტანეთის პრინცის, ედინბურგის ჰერცოგის, პრინც ფილიპის უკანასკნელი სურვილი მშვიდად, საკუთარ სახლში, საკუთარ საწოლში გარდაცვალება იყო. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The New York Post ავრცელებს.
როგორც გამოცემას სამეფო ოჯახთან დაახლოებულმა წყაროებმა განუცხადეს, ჰერცოგს უინძორის სასახლეში "მშვიდად სიკვდილი" სურდა.
გარდა ამისა, პრინცმა ფილიპმა გარდაცვალების წინ სურვილი გამოთქვა, რომ სახელმწიფო პანაშვიდი არ გამართულიყო. ამის ნაცვლად, მან უინძორის წმინდა გიორგის სამლოცველოში სამხედრო დაკრძალვის გადახდა ითხოვა.
დედოფალ ელისაბედ II-ის მეუღლე ფილიპი 99 წლის ასაკში 9 აპრილს გარდაიცვალა. იგი საავადმყოფოში 17 თებერვალს მოათავსეს და გულზე ოპერაცია გაუკეთეს. ჰერცოგი გუშინ, უინძორის სასახლეში, საკუთარ საწოლში გარდაიცვალა.
სიახლეები
- "განსაკუთრებული იყო მისი დამოკიდებულება ქუთაისის თეატრის მოყვარულთა საზოგადოების მიმართ" - გარდაიცვალა ნანა ქაჯაია
- ვრცელდება პაპუნა ლოცულაშვილის განცხადება, რომელზეც გორში სამართალდამცველების მხრიდან ფიზიკური ძალადობა განხორციელდა
- "დავბრუნდი 17 წლის მერე და ისევ ემიგრანტი გავხდი, ამჯერად საკუთარ ქვეყანაში“ – ელზა ჯაბიძე
- "ნაციონალურ მოძრაობას“ ნამდვილად არ აქვს უფლება, ისაუბროს ძალადობაზე, სისტემურ დანაშაულზე, ეს მათმა მომხრეებმაც კი გადასარევად იციან" - მიხეილ სარჯველაძე
- „საქართველო იმსახურებს უკეთესს“ სრულიად უკბილო და არაადეკვატური ლოზუნგია, „შემოდგომაზე შევიკრიბებით უფრო მეტი“ კი ძალიან მავნე გეგმაა"