"უნდა შევეცადოთ, რომ რუსეთი ევროპის დამცირებას გადავაჩვიოთ" - FAZ - Frankfurter Allgemeine Zeitung
ევროკავშირისა და ნატოს ევროპელი წევრების ლიდერებს რუსეთის მიმართ მტკიცე პოზიციის გამოხატვისაკენ მოუწოდებს გერმანიის ერთ-ერთი წამყვანი გაზეთი „ფრანკფურტერ ალჰემაინე ცაიტუნგი“ (FAZ - Frankfurter Allgemeine Zeitung), რომელიც აქვეყნებს რედაქტორის კლაუს-დიტერ ფრანკენბერგერის სტატიას „ნუთუ ისევ აშშ-ის იმედზე უნდა ვიყოთ?“.
როგორც ავტორი წერს, ჯო ბაიდენის დეკლარაციის მიუხედავად, რომ „ამერიკა ევროპულ პოლიტიკაში დაბრუნდა“, ამერიკის შეერთებული შტატები უფრო მეტად მაინც თავის საშინაო პრობლემების მოგვარებით არის დაკავებული, ამიტომაც ევროპას ჩინეთთან და რუსეთთან დამოკიდებულების შეცვლა საკუთარი ძალებით მოუწევს.
„თუ ჩვენ საკუთარ ძალებში ვართ დარწმუნებულნი და თავს ძლიერ მოთამაშედ ვთვლით, მაშინ იმასაც უნდა შევეცადოთ, რომ რუსეთი ევროპის დამცირებას გადავაჩვიოთ. არ არის აუცილებელია, რომ ჩვენს კრემლის მსგავსად მოვიქცეთ, მაგრამ უფრო ენერგიული რეაგირება უნდა მოვახდინოთ იმ დროს, როცა რუსეთი ევროპულ ფასეულობებს ფეხქვეშ თელავს და ევროპულ წესრიგს არღვევს. მეზობლების თვალში ევროკავშირი ისეთ ძალას წარმოადგენს, რომელიც წესრიგს განასახიერებს. ევროკავშირის ამოცანაა მოახდინოს სიტუაციის სტაბილიზება მათთან, ქვეყნის შიგნით, თორემ წინააღმდეგ შემთხვევაში არასტაბილურობა თავს დაატყდება თვითონ ევროკავშირსაც“, - ნათქვამია გაზეთის პუბლიკაციაში.
სიახლეები
- პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა ცვლილებას, რომელიც 2026-2027 სასწავლო წელს ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყებას უკავშირდება
- "რუსეთი ცდილობს დაგვყოს, საქართველოში რუსული რეჟიმი ცდილობს, არ შედგეს ერთობა, ერის ნება, არ დავინახოთ საითკენ უნდა საქართველოს სვლა და განვითარება"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი პირველი აპრილიდან
- ზოდიაქოს 5 იღბლიანი ნიშანი - ნახეთ, ვის გაუმართლებს აპრილში
- ქუთაისის აეროპორტში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩინეს