"მსოფლიომ არ უნდა დაუშვას ისეთი ტრაგიკული მოვლენების განმეორება, რაც უკვე მოხდა 2008 წელს საქართველოში"
ევროპამ და მსოფლიომ არ უნდა დაუშვას ისეთი ტრაგიკული მოვლენების განმეორება, როომლებიც უკვე მოხდა 2008 წელს საქართველოში, – აღნიშნულის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ ესტონეთის ლიდერთან კიევში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, რუსეთის ქმედება არის უპრეცედენტო საფრთხე არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ ევროპისთვის და მსოფლიოსთვისაც.
„რუსეთის მიერ ე.წ. დონეცკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების აღიარების გადაწყვეტილება არის მოსკოვის ახალი აგრესია უკრაინის წინააღმდეგ, რომელიც საჭიროებს დაუყოვნებლივ და გადამწყვეტ რეაგირებას საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან. ამ გადაწყვეტილებით რუსეთმა იურიდიული საფუძველი შექმნა უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის გასაგრძელებლად.
რუსეთის ქმედება არის უპრეცედენტო საფრთხე არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ ევროპისთვის და მსოფლიოსთვისაც. დღეს უკრაინაში წყდება ევროპის უსაფრთხოების მომავალი, რომლის ნაწილიც არის უკრაინა. ევროპამ და მსოფლიომ არ უნდა დაუშვას ისეთი ტრაგიკული მოვლენების განმეორება, რომლებიც უკვე მოხდა 2008 წელს საქართველოში“, – განაცხადა ვლადიმირ ზელენსკიმ.
სიახლეები
- "ირანში კონფლიქტმა შესაძლოა, უკრაინისთვის იარაღის მიწოდება შეანელოს" - ვოლოდიმირ ზელენსკი
- "ირანელებს მოლაპარაკებები სურთ, მე ვუთხარი: „უკვე გვიანია“ - დონალდ ტრამპი
- "რაღაც შიდა თეატრი ჩამოაყალიბეს, მათი მიზანი მძიმე და შავბნელია" - გია ვოლსკი ოპოზიციის ნაწილის გაერთიანებაზე
- „დედიკოებო შეგიძლიათ ყოველი დღე საოცრებად აქციოთ, რადგან შესაძლებლობები თქვენს ხელშია“ - ბარბარე ნიშნიანიძე
- "2022 წელს საქართველო გადაურჩა ომს, რომელიც აუცილებლად იქნებოდა, ეს ხალხი რომ დახვედროდა ხელისუფლებაში ძალებს"