"ვლადიმერ პუტინი ახლა უფრო იზოლირებულია მსოფლიოსგან, ვიდრე ოდესმე, უკრაინა ასუსტებს რუსეთს და აძლიერებს დანარჩენ მსოფლიოს"
აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თქმით, აშშ-მა უტყუარი სიგნალი გაუგზავნა უკრაინასა და მსოფლიოს. ვისკონსინში ვიზიტისას პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა მხარდაჭერა უკრაინის მიმართ.
„ვლადიმერ პუტინის ბოლოდროინდელი თავდასხმა უკრაინაზე არის წინასწარ განზრახული და არაპროვოცირებული. მან უარყო დიპლომატიური ძალისხმევები. მას ეგონა, რომ დასავლეთი და ნატო არ უპასუხებდნენ. ის ფიქრობდა, რომ შეეძლო ჩვენი გაყოფა სახლში, მაგრამ შეცდა. უამრავი საათი გავატარეთ ევროპელი მოკავშირეების გაერთიანებაში. დავუპირისპირდით რუსეთის სიცრუეს სიმართლით. მათ დავუპირისპირდით იმით, რომ ვაცნობეთ, რა იგეგმებოდა და ახლა თავისუფალი სამყარო პასუხს აგებინებს მათ.
პუტინი ახლა უფრო იზოლირებულია მსოფლიოსგან, ვიდრე ოდესმე და ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინელი ხალხის დახმარებას, რამდენადაც ისინი იცავენ თავიანთ ქვეყანას და დავეხმარებით მათ ტანჯვის შემსუბუქებაში. როდესაც ამ ეპოქის ისტორია იწერება, უკრაინა ასუსტებს რუსეთს და დანარჩენ მსოფლიოს აძლიერებს. ეს გასაოცარი ხალხია. თქვენ ხედავთ ამ სცენებს. მე ვიყავი უკრაინაში, ვესაუბრე რადას. მე იქ ბევრი დრო გავატარე წლების განმავლობაში. ისინი საოცარი ხალხია“, – განაცხადა ბაიდენმა.
სიახლეები
- "სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკა არის ის, რაც ჩვენ მომავალშიც ყველა დაბრკოლების გადალახვის შესაძლებლობას მოგვცემს" - ირაკლი კობახიძე
- სასამართლომ საბოტაჟის საქმეზე ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს 30 ათასი ლარის არასაპატიმრო გირაო შეუფარდა
- "ჩვენი მთავარი მიზანია სამართლიანი მშვიდობა და ომის დასრულება, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ დიპლომატიის გზაზე გამარჯვება მოვიპოვოთ"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 23 დეკემბრისთვის
- დენი რამდენიმე დღეში გაძვირდება, წყალი - 1 წლის შემდეგ, გაზის ტარიფი თითქმის უცვლელი დარჩება