"არასოდეს არავინ არ ფიქრობდა მოსკოვისთვის რაკეტების დამიზნებას" - ოლაფ შოლცი
გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა გუშინ, სამი მარტის საღამოს, გერმანიის ფედერალური ტელევიზიის ZDF-ის (Zweites Deutsches Fernsehen) თოქ-შოუში მიიღო მონაწილეობა და მის წამყვანს, ჟურნალისტ მაიბრიტ ილნერს ინტერვიუ მისცა. კანცლერმა ისაუბრა რუსეთ-უკრაინის ომისა და რუსეთთან ურთიერთობის სამომავლო პერსპექტივის შესახებ. ოლაფ შოლცი შეეხო საქართველოსა და უკრაინის ნატოში გაწევრების საკითხსაც.
გთავაზობთ ინტერვიუს შინაარსს, რომელიც ZDF-ის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა:
ომი და მშვიდობა. მიმართვა მეგობარ გერჰარდს
ინტერვიუში ოლაფ შოლცმა რუსეთისაგან უკრაინაში ომის შეწყვეტა მოითხოვა. მან პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ჯარების გაყვანისაკენ მოუწოდა. კანცლერმა რუსეთის ლიდერი საშინელი სცენარით გააფრთხილა და ხაზი გაუსვა, რომ ომში, თუ იგი არ შეწყვეტს, შეიძლება მილიონობით ადამიანი დაიღუპოს. ოლაფ შოლცის თქმით, დიპლომატიური არხებიც ღია უნდა იყოს მოლაპარაკების მიზნით. „კრემლში მოლაპარაკების დროს ვლადიმერ პუტინს ჩემთვის არ უთქვამს, რომ ის უკრაინაში სპეცოპერაციას არ დაიწყებდა. მსგავსი განცხადება არავის არ მიუღია“, - განაცხადა კანცლერმა.
მან ტელეეთერში თავის მეგობარს და ყოფილ კანცლერს გერჰარდ შრიოდერს რუსულ კომპანიებში - „გაზპრომსა“ და „როსნეფტში“ თანამდებობის დატოვებისაკენ მოუწოდა: „რუსულ კომპანიებში სამსახური პირადი საქმე არ არის, ეს გერმანიის ყოფილი კანცლერისა და თვით უწყების რეპუტაციის სირცხვილს წარმოადგენს“.
საქართველოსა და უკრაინის მიღებაზე ლაპარაკი უადგილოა
ოლაფ შოლცის განცხადებით, ამჟამინდელ სიტუაციაში ევროკავშირში უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის მიღებაზე ლაპარაკი უადგილოა. „ჩვენ სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ როცა ნატოში საქართველოსა და უკრაინის მიღებისათვის ხანგრძლივი მოლაპარაკების გზა ავირჩიეთ. ამჟამად კი ევროკავშირში მათი მიღება ის საკითხი არ არის, რითაც ახლა უნდა ვიყოთ დაკავებული. ჩვენ ჯერ ომი უნდა შევაჩეროთ, უნდა ვეცადოთ, რომ მისი ესკალაცია არ მოხდეს... ნატოს არასოდეს არ ჰქონია უკრაინის ტერიტორიაზე რაკეტების განლაგების გეგმები და არასოდეს არ დამუქრებია რუსეთის უსაფრთხოებას. ვლადიმერ პუტინის შეშფოთებას საფუძველი არ აქვს. არასოდეს არავინ არ ფიქრობდა რაკეტების დამიზნებას მოსკოვისადმი.
რუსული გაზი გერმანიას, გერმანული იარაღი - უკრაინას
ოლაფ შოლცის თქმით, გერმანიამ უკვე დაიწყო ბუნებრივი გაზის შესყიდვები რუსეთის გვერდის ავლით, თუმცა ჯერ-ჯერობით ისევ იღებს ცისფერ საწვავს რუსეთისაგან: „ჩვენ მოვემზადეთ, რომ გაზი სხვაგანაც გვეყიდა და ამას ვაკეთებთ კიდეც, თუმცა იმავდროულდ გერმანია აგრძელებს გაზის, ნავთობისა და ქვანახშირის მიღებას რუსეთისაგან. კანცლერი თავის გადაწყვეტილებას უკრაინისათვის იარაღის გაგზავნის თაობაზე სწორ ნაბიჯად თვლის და არ ფიქრობს იმას, რომ გერმანიამ ამ საკითხში დააგვიანა.
სიახლეები
- " პაპი ფრანცისკე ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ლიდერი იყო" - ჯო ბაიდენი
- მსოფლიო ლიდერები პაპ ფრანცისკეს გარდაცვალებას ეხმაურებიან
- "ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ პაპი ფრანცისკეს გარდაცვალების გამო - მისი მშვიდობის, თანაგრძნობისა და ერთიანობის მემკვიდრეობა გაგრძელდება"
- "ჩემი ფიქრები მილიონობით კათოლიკესთანაა, რომლებიც პაპ ფრანცისკეს გარდაცვალებას გლოვობენ" - სალომე ზურაბიშვილი
- რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა