მარიუპოლის თეატრის დაბომბვის შედეგად 300-მდე ადამიანი დაიღუპა
მარიუპოლის თეატრის დაბომბვის შედეგად გარდაცვლილთა თაობაზე განახლებული ინფორმაცია ვრცელდება.
კერძოდ, როგორც BBC-ი იუწყება, უკრაინის ოფიციალური პირების თქმით, დაბომბვის შედეგად, შესაძლოა, 300-მდე ადამიანი იყოს დაღუპული მარიუპოლის თეატრში, რომელიც ასობით ადამიანის თავშესაფარი იყო.
„თვითმხილველებისგან ვრცელდება ინფორმაცია, რომ მარიუპოლის დრამატულ თეატრში, რუსული თვითმფრინავისგან დარტყმის შედეგად, 300-მდე ადამიანი დაიღუპა“, - ნათქვამია მარიუპოლის საკრებულოს მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ მარიუპოლის თეატრი 16 მარტს დაბომბეს. თეატრს თავს ასობით ადამიანი აფარებდა, რომელთა უმეტესობა ბავშვები და ქალები იყო.
სიახლეები
- მარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 3 აპრილისთვის
- სტამბოლში, კურიერის მკვლელობის ბრალდებით საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს
- პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა ცვლილებას, რომელიც 2026-2027 სასწავლო წელს ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყებას უკავშირდება
- "რუსეთი ცდილობს დაგვყოს, საქართველოში რუსული რეჟიმი ცდილობს, არ შედგეს ერთობა, ერის ნება, არ დავინახოთ საითკენ უნდა საქართველოს სვლა და განვითარება"