უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, რუსეთის აგრესიის შედეგად, უკრაინაში 153 ბავშვი დაიღუპა
რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შედეგად, უკრაინაში 153 ბავშვი დაიღუპა. ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურორის ოფისი ავრცელებს.
უწყების განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსეთის აგრესიის შედეგად, ასევე დაშავდა 245 ბავშვი.
ამავე ინფორმაციით, ყველაზე მეტი ბავშვი კიევის, დონეცკის, ხარკოვის და ჩერნიგოვის ოლქებში დაიღუპა. ამასთან, უწყების განცხადებით, გარდაცვლილთა და დაშავებულთა რიცხვი შესაძლოა, მეტი იყოს, რადგან მონაცემები კიევის, ჩერნიგოვისა და ლუგანსკის ოლქებში ჯერ კიდევ ზუსტდება.
უკრაინის გენერალური პროკურატურის ცნობით, რუსეთის მიერ დაბომბვებისა და სარაკეტო დარტყმების შედეგად, უკრაინაში 859 სასწავლო დაწესებულება დაზიანდა, რომელთაგან 83 სრულად არის განადგურებული.
სიახლეები
- "ერთნაირი მეთოდებით გვებრძოდნენ: ზვიად გამსახურდია ფიზიკურად გაანადგურეს, მე მომწამლეს" - მიხეილ სააკაშვილი
- "ადამიანებმა თავიანთი სიცოცხლე გასცეს დამოუკიდებლობისთვის და ჩვენ ამას გავაგრძელებთ" - სალომე ზურაბიშვილი
- “პატრიარქის არჩევნები ეკლესიის შიდა საქმეა და ჩარევა არავინ არ უნდა სცადოს...” - სანდრო თვალჭრელიძე
- "ეს ძალიან სწრაფად დასრულდება, თუ იმას გააკეთებენ, რაც უნდა გააკეთონ - ჩემი ნება რომ იყოს, ნავთობს ავიღებდი, დავიტოვებდი და ბევრ ფულს ვიშოვიდით"
- საქართველოში შესაძლოა ახალი - C5 კატეგორიის ორდინალური ვიზა დაინერგოს