საერთაშორისო მედიის ცნობით, რუსეთი საგარეო ვალის დეფოლტის წინაშეა
პირველად საუკუნის განმავლობაში რუსეთი საგარეო ვალის დეფოლტის წინაშეა. საერთაშორისო მედიის ცნობით, მთავრობამ საერთაშორისო ობლიგაციების გადახდა გასულ კვირას რუბლებში განახორციელა იმის მიუხედავად, რომ დავალიანება დოლარებში იყო დასაფარი.
როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, 4 აპრილამდე რუსეთს 649 მილიონი დოლარი უნდა გადაეხადა ორი სუვერენული ობლიგაციისთვის, თუმცა აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა ტრანზაქცია დაბლოკა, რითაც რუსეთს არ მისცა საშუალება, გამოეყენებინა თავისი გაყინული სავალუტო რეზერვები სესხის მომსახურებისთვის.
რუსეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ სასამართლოს მიმართავენ, თუ დასავლეთის ქვეყნები ეცდებიან, აიძულონ რუსეთს სუვერენული ვალის გამო დეფოლტის გამოცხადება.
„რა თქმა უნდა ჩვენ სასამართლოს მივმართავთ, რადგან ჩვენ ყველა აუცილებელი ნაბიჯი გადავდგით იმისთვის, რომ ინვესტორებმა თავიანთი გადახდები მიიღონ. ჩვენ სასამართლოში წარმოვადგენთ ყველა ჩვენს გადახდას, რაც დაადასტურებს ჩვენს მცდელობებს, გადავიხადოთ როგორც ვალუტაში, ისე რუბლით. ეს იქნება რთული პროცესი. ჩვენ მოგვიწევს ჩვენი სიმართლის ძალიან აქტიურად მტკიცება“, – განაცხადა რუსეთის ფინანსთა მინისტრმა ანტონ სილუანოვმა.
აღსანიშნავია, რომ სარეიტინგო სააგენტო Standard&Poor’s-მა რუსეთს „შერჩევითი დეფოლტის“ რეიტინგი მიანიჭა.
რუსეთს სუვერენული ვალის დეფოლტი 1917 წლის რევოლუციის შემდეგ არ გამოუცხადებია.
სიახლეები
- მარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 3 აპრილისთვის
- სტამბოლში, კურიერის მკვლელობის ბრალდებით საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს
- პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა ცვლილებას, რომელიც 2026-2027 სასწავლო წელს ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყებას უკავშირდება
- "რუსეთი ცდილობს დაგვყოს, საქართველოში რუსული რეჟიმი ცდილობს, არ შედგეს ერთობა, ერის ნება, არ დავინახოთ საითკენ უნდა საქართველოს სვლა და განვითარება"