"რუსეთის მიზნები აბსოლუტურად ნათელი და კეთილშობილურია, მთავარი მიზანია დონბასში მცხოვრებთა დახმარება"
პუტინი დარწმუნებულია, რომ უკრაინაში სამხედრო ოპერაციის მიზნები აუცილებლად იქნება მიღწეული. რუსეთის პრეზიდენტის თქმით, რუსეთის შეიარაღებული ძალები სპეციალური სამხედრო ოპერაციის დროს მოქმედებენ გაბედულად, კომპეტენტურად, ეფექტურად და შედეგიანად იყენებენ ყველაზე თანამედროვე ტიპის იარაღს.
„მათ დაიწყეს უკრაინის ანტირუსულ დასაყრდენად გადაქცევა; მათ დაიწყეს ნაციონალიზმისა და ნეონაციზმის ყლორტების გაშენება, რაც იქ დიდი ხნის განმავლობაში იყო. სპეციალურად გაიზარდა ნეონაციზმის ნერგი და რუსეთის შეტაკება ამ ძალებთან გარდაუვალი იყო, მათ მხოლოდ შეტევის დრო აირჩიეს. ეჭვგარეშეა, რომ რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალები მიაღწევენ თავიანთ მიზნებს. მიზნები აბსოლუტურად ნათელია, ისინი კეთილშობილურია. მთავარი მიზანია დონბასში მცხოვრები ხალხის დახმარება. დონბასელ ხალხს, რომელიც ჩვენ ვაღიარეთ, აიძულეს ამის გაკეთება, რადგან, დასავლეთის გავლენით, კიევის ხელისუფლებამ უარი თქვა მინსკის შეთანხმებების შესრულებაზე, რომელიც მიზნად ისახავდა დონბასის პრობლემების მშვიდობიან გადაწყვეტას“, – განაცხადა პუტინმა.
სიახლეები
- მარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 3 აპრილისთვის
- სტამბოლში, კურიერის მკვლელობის ბრალდებით საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს
- პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა ცვლილებას, რომელიც 2026-2027 სასწავლო წელს ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყებას უკავშირდება
- "რუსეთი ცდილობს დაგვყოს, საქართველოში რუსული რეჟიმი ცდილობს, არ შედგეს ერთობა, ერის ნება, არ დავინახოთ საითკენ უნდა საქართველოს სვლა და განვითარება"