ამ გვერდის ამობედვა

საფრანგეთში, ქალაქ ბორდოსთან ხანძრის გამო 6 000-მდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა

საფრანგეთში, ქალაქ ბორდოს მახლობლად გაჩენილი ხანძრის გამო, დაახლოებით, 6 000-მდე ადამიანის ევაკუაცია მოხდა, განადგურდა სულ მცირე, 16 სახლი. ამის შესახებ ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს.

მედიის ცნობით, ტყის ხანძრის სიახლოვის გამო, ქალაქში მთავარი გზატკეცილი დაიკეტა.

 

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ჟერალდ დარმანინმა განაცხადა, რომ ადგილზე მობილიზებულია 1000-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი, 9 თვითმფრინავი და 2 ვერტმფრენი. მისივე თქმით, დილით 08:00-დან 09:00 საათამდე შუალედში ხანძარი 8-ჯერ გაჩნდა, რომელიც რამდენიმე ასეული მეტრის დაშორებით დაიწყო.

წაკითხვა 188 ჯერ