"დღეს ქვეყანა გადასარჩენია" - თბილისში დაგეგმილ აქციას ქუთაისიდანაც შეუერთდნენ
თბილისში დღეს დაგეგმილ აქციას ქუთაისიდანაც შეუერთდნენ. მოქალაქეები, აქტივისტები და ოპოზიციური პარტიების წევრები თბილისში წამოსვლამდე ქუთაისის მერიის წინ შეიკრიბნენ.
"აღარ არის იწილო-ბიწილოს დრო, დღეს ქვეყანა გადასარჩენია. იქ მივდივართ და ვდგავართ იმისთვის, რომ ქვეყანა გადავარჩინოთ, რომ ჩვენ არ დავრჩეთ რუსეთის ქვეშ. ჩვენ რუსეთის გავლენის ქვეშ უკვე ვართ, ეს ქვეყანა მოექცა რუსული გავლენის ქვეშ, მაგრამ ამის წინააღმდეგ უნდა ვიბრძოლოთ. ქართველმა ხალხმა უნდა შევძლოთ და ვუთხრათ რუსებს არა და დავიბრუნოთ ჩვენი ქვეყანა. აი, ამისთვის მივდივართ თბილისში. კიდევ ერთხელ, ვიტყვი ეს კანონი დაუყოვნებლივ უნდა იყოს გაწვეული უკან, ეს არის ჩვენი ნომერ პირველი ამოცანა.
ამ ქვეყნისთვის გვიძგერს გული. მსგავსი რამ არ უნდა განმეორდეს საქართველოში. ეს ქვეყანა არის გადასარჩენი. მერწმუნეთ ბევრი გამოცდილება მაქვს, ბევრ სამსახურთან მქონდა შეხება, ორგანიზაციებთან მიმუშავია, მათ განვითარებაზე მიზრუნია, მაგრამ თუ შინაარსი არ ჩაიდო რაღაც ფორმალობა გამოდის. აღარ არის თავის მოტყუების დრო, თითქოს რაღაც საბჭო არსებობს ამ საბჭოში ხალხი რაღაცას ვაკეთებთ. უშიშროებიდან დანიშნული ტიპები გვიწყვიტავენ რა უნდა გავაკეთოთ. ეს ყველაფერი ფუტლიარია, რასაც ვუყურებთ. დროა ჩვენ, ხალხმა, დავიბრუნოთ ხელისუფლება,"- განაცხადა FirstNews.ge-თან საუბარში ქუთაისის დემოკრატიის სკოლის კოორდინატორმა მათე ჩაფიჩაძემ.
შეგახსენებთ, რომ თბილისში, პარლამენტის შენობის წინა და უკანა მხარეს მოქალაქეებმა 17:00 საათიდან დაიწყეს შეკრება.
სიახლეები
- "ძალადობა, ვანდალიზმი, თავდასხმა სამართალდამცველებსა და საჯარო ინსტიტუტებზე სცდება მშვიდობიანი პროტესტის ნებისმიერი განმარტების ზღვარს"
- "მელიამ პოლიციას თავი დააჭერინა და უნდათ სხვაზე გადაიტანონ" - მამუკა მდინარაძე
- "უკრაინის ქალაქებზე რუსეთის დარტყმებით ძალიან იმედგაცრუებული ვარ" - დონალდ ტრამპი
- "პოლიციელებს მადლობას ვუხდი თავდადებისთვის, მადლობა თქვენს ოჯახებს, მშობლებს, მეუღლეებს, თქვენს შვილებს" - გელა გელაძე
- "ჩვენი მიზანია, შევქმნათ გარემო, სადაც თითოეული პოლიციელი თავს დაცულად და კიდევ უფრო დაფასებულად იგრძნობს" - ირაკლი კობახიძე