"უკრაინაში ვითარების დარეგულირებასთან დაკავშირებით, მოსკოვს აშშ-სგან სერიოზული წინადადებები არ მიუღია"
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის განცხადებით, უკრაინაში ვითარების დარეგულირებასთან დაკავშირებით, მოსკოვს აშშ-ის მხრიდან სერიოზული წინადადებები არ მიუღია.
როგორც მედია წერს, აღნიშნული რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა რუსულ ტელეეთერში საუბრისას განაცხადა.
„ახლა ჩვენ გვესმის ამერიკელი ოფიციალური პირების განცხადებები, რომლებიც ამბობენ, რომ ისინი მთელი გულით მზად არიან რუსეთის ფედერაციასთან მოლაპარაკებებისთვის და გამოდიან უკრაინაში და მის ირგვლივ არსებული ვითარების პოლიტიკური დარეგულირებისთვის, მაგრამ რუსეთი არის ძალიან ცუდი და ის უარს ამბობს კონტაქტზე. ეს სიცრუეა. ჩვენ არ მიგვიღია რაიმე სერიოზული შემოთავაზება კონტაქტის დასამყარებლად. იყო არც თუ ისე სერიოზული წინადადებები, რომლებზედაც არ ვპასუხობდით ნეგატიურად, თუმცა შევთავაზეთ კონკრეტული წინადადებების ჩამოყალიბება, რომლითაც ზოგიერთს სურს, დაგვიკავშირდეს არაპირდაპირი კონტაქტებით. არც ამ შემთხვევაში, რაიმე კონკრეტული განმარტებები არ მიგვიღია“, – განაცხადა ლავროვმა.
ეთერში ლავროვს სთხოვეს, კომენტარი გაეკეთებინა უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაზე, რაზეც მან განაცხადა, რომ ამერიკელები დიდი ხანია, ამ ომში მონაწილეობენ დე ფაქტოდ.
„ისინი არა მხოლოდ აიარაღებენ ზელენსკის და მის რეჟიმს, ისინი აწვდიან სადაზვერვო მონაცემებს თანამგზავრებიდან და არა მხოლოდ ათეული სამხედრო თანამგზავრიდან, არამედ რამდენიმე ასეული კომერციული თანამგზავრიდან, რომლებიც ახლა სამხედროების სამსახურშია“, – აღნიშნა ლავროვმა.
ინდონეზიაში „დიდი ოცეულის“ სამიტზე ვლადიმერ პუტინისა და ჯო ბაიდენის შეხვედრის შესაძლებლობის შესახებ, ლავროვმა განაცხადა, რომ თუ ასეთი წინადადება მიღებული იქნება, მოსკოვში მას განიხილავენ.
„ჩვენ არაერთხელ ვთქვით, რომ არასდროს ვამბობთ უარს შეხვედრებზე“, – განაცხადა ლავროვმა.
სიახლეები
- "დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც ყალბი პასპორტის გამოყენებით, დიდი ოდენობით უძრავი ქონების დაუფლებას ცდილობდა" - სუს-ი
- "პატრიარქს ბოლოს 2017 წელს, ბერლინში შევხვდი, მიმეორებდა: „დაუყოვნებლივ უნდა დაბრუნდეთ“, ჩემი დაბრუნების შემდეგ უკვე ჩაკეტილი ჰყავდათ"
- "2 000 მეგავატამდე დადგმული სიმძლავრის დიდი ჰიდროელექტროსადგურები თუ არ დაგვემატება, სისტემის სტაბილურობა ვერ იქნება უზრუნველყოფილი"
- "ჩვენი ეკლესია საიმედო ხელშია, მომავალ პატრიარქს არ სჭირდება არც მთავრობის და არც ოპოზიციის დახმარება" - მეუფე იაკობი
- მარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს