ამ გვერდის ამობედვა

ნატომ 1,1 მილიარდი ევროს ოდენობის კონტრაქტი გააფორმა 155-მილიმეტრიანი საარტილერიო ტყვია-წამლისთვის

ნატომ 1,1 მილიარდი ევროს ოდენობის კონტრაქტი გააფორმა 155-მილიმეტრიანი საარტილერიო ტყვია-წამლისთვის - აცხადებს ალიანსი. ტყვია-წამლის ნაწილი უკრაინას მიეწოდება იმ ჩივილების ფონზე, რომ ტყვია-წამლის ნაკლებობა აფერხებს ამ ქვეყნის საბრძოლო ძალისხმევას იქ შეჭრილი რუსეთის ძალების წინააღმდეგ.

"უკრაინაში ომი გადაიქცა ტყვია-წამლის ომად", - თქვა კონტრაქტის გაფორმების ცერემონიის შემდეგ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ნატოს შტაბ-ბინაში, ბრიუსელში.

 

ნატომ ხელშეკრულება გააფორმა რამდენიმე მოკავშირე ქვეყნის სახელით, რომლებიც ტყვია-წამალს ან უკრაინას გადასცემენ, ან თავ-თავიანთ დეფიციტს შეავსებენ. დიდი ოდენობით ერთიანი შესყიდვა განაპირობებს უფრო დაბალ ფასებს.

წაკითხვა 104 ჯერ განახლდა განახლდა იანვარი 23 2024

სიახლეები