დაღესტანში მომხდარი თავდასხმების შემდეგ ჩეჩნეთში მასობრივი რეიდები დაიწყო - კადიროვის კრიტიკოსები
საზღვარგარეთ მყოფი ჩეჩენი ოპოზიციონერები ჩივიან, რომ 23 ივნისს დაღესტანში მომხდარ შეიარაღებულ თავდასხმებთან დაკავშირებით, რესპუბლიკაში დაიწყო სამართალდამცველთა მასობრივი რეიდები. “კადიროვის უსაფრთხოების უწყებების მთელი თანამშრომლები გარეთ გამოიყვანეს. ეს არის 18-დან 20 წლამდე ასაკის უამრავი ახალგაზრდა თანამშრომელი", - აცხადებენ მოძრაობა “1-ადათის” წარმომადგენლები, რომელთა ინფორმაციის დადასტურება სხვა წყაროებიდან არ ხერხდება.
ერთი დღით ადრე, ჩეჩნეთის ხელმძღვანელმა რამზან კადიროვმა მოითხოვა “მუშაობის გაძლიერება საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ტერორიზმისა და რელიგიური ექსტრემიზმის თავიდან ასაცილებლად”. მან ასეთი ზომების გატარება პირდაპირ დაუკავშირა "დაღესტანში მომხდარ ტრაგიკულ მოვლენებს" და განაცხადა, რომ განსაკუთრებული აქცენტი “ზოგიერთი ევროპული” ქვეყნიდან მომდინარე რადიკალური იდეოლოგიის" წინააღმდეგ ბრძოლაზე უნდა გაკეთდეს.
როგორც “კავკაზ.რეალიი” წერს, ჩეჩნეთის მეთაური ვაჰაბიზმთან კავშირში შემჩნეულთა ოჯახებსაც დაემუქრა.
"თუ [ეჭვმიტანილი] დაკავშირებულია შაითნებთან, მისი მთელი ოჯახი უნდა დაისაჯოს. ამ ოჯახმა უნდა იცოდეს, რომ ისინი სრულად არიან პასუხისმგებელნი”, - აცხადებს რამზან კადიროვი უსაფრთხოების სტრუქტურების ხელმძღვანელობასთან შეხვედრის შემდეგ გავრცელებულ ვიდეოში.
ბოლო მონაცემებით, 21-მდე გაიზარდა 23 ივნისს მაჰაჩყალასა და დერბენტში მართლმადიდებლურ ეკლესიებზე, სინაგოგებსა და საგზაო პოლიციის პოსტზე ორმაგი თავდასხმების შედეგად დაღუპულთა რიცხვი. მათ შორის 15 პოლიციელია.
სროლის დროს დახოცეს ექვსი თავდამსხმელი, მათ შორის ერთ-ერთი რაიონის ხელმძღვანელის ვაჟები და პროსამთავრობო პარტიის, „სამართლიანი რუსეთის“ ფილიალის ყოფილი ხელმძღვანელი.
რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტმა 23 ივნისს მომხდარ თავდასხმებზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 205-ე მუხლით (ტერორისტული აქტი).
სიახლეები
- ქრთამის აღების ფაქტზე ქუთაისის სამხედრო ჰოსპიტლის განყოფილების უფროსი დააკავეს
- სურსათის ეროვნული სააგენტო თავშესაფარში გადაყვანილი ცხოველების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
- ,,ამას არავითარი ანდერძი არ სჭირდება, მეუფე შიო, პატრიარქობის ერთ-ერთი გამორჩეული კანდიდატია"- მეუფე ვახტანგი
- ,,დროა, ირანმა შეთანხმება დადოს, ვიდრე ძალიან გვიან არ იქნება"- დონალდ ტრამპი
- ,,დააინვალიდეს თითქმის ყველა პატიმარი, გაანადგურეს ბიზნესები, ოჯახები და დღეს ცხოველთა დაცვაზე გვესაუბრებიან ეს მწამებლები"- ირაკლი კირცხალია