ჰონგ-კონგის აეროპორტის დასაფრენი ბილიკიდან სატვირთო თვითმფრინავი ზღვაში გადავარდა – არის მსხვერპლი
ჰონგ-კონგის აეროპორტში სატვირთო თვითმფრინავის დასაფრენი ბილიკიდან გადავარდნის შედეგად, ორი თანამშრომელი დაიღუპა.
დუბაიდან მომავალი სატვირთო თვითმფრინავი სახმელეთო მომსახურების მანქანას შეეჯახა, დასაფრენი ბილიკიდან გადავიდა და ზღვაში ჩავარდა.
თვითმფრინავში მყოფი ორი ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო ეკიპაჟის ოთხი წევრი გადარჩა.
აეროპორტის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ მათ თვითმფრინავს სწორი ინსტრუქციები მისცეს.
დაზიანებული ასაფრენ-დასაფრენი ბილიკი დღის ბოლომდე დაკეტილი დარჩება, თუმცა აეროპორტის დანარჩენი ორი ბილიკი ფუნქციონირებს.
აეროპორტის ადმინისტრაციის ვებსაიტზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, ჰონგ-კონგის საერთაშორისო აეროპორტში, ორშაბათს დაგეგმილი, სულ მცირე, 11 სატვირთო რეისი გაუქმდა.
ხელისუფლებამ გამოძიება დაიწყო.
როგორც “ბიბისი” წერს, ქალაქის საერთაშორისო აეროპორტს უსაფრთხოების კარგი მაჩვენებელი აქვს და ეს ჰონგ-კონგის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული საავიაციო ინციდენტია, ბოლო წლების განმავლობაში.
სიახლეები
- ეკა მიშველაძე პოლიტიკაში მიდის
- ,,გრიპი კვლავ დომინანტურია, ველოდებით, რომ იანვრის მესამე-მეოთხე კვირას უნდა იყოს გავრცელების პიკი" – ივანე ჩხაიძე
- სკოლებში, გაკვეთილის მიმდინარეობისას, მობილური ტელეფონის გამოყენება არა მხოლოდ მოსწავლეებს, პედაგოგებსაც აეკრძალებათ
- ,,რამდენიმე მცდელობა იყო, რომ სალომე ზურაბიშვილი ჩაეყენებინათ ოპოზიციის გამაერთიანებლად"- გიორგი ვოლსკი
- მასშტაბური აქციები ამერიკაში – მოქალაქეები ტრამპის საიმიგრაციო ზომებს აპროტესტებენ