თურქეთმა ისრაელის პრეზიდენტის თვითმფრინავს ასტანაში ფრენის ნებართვა არ მისცა
თურქეთმა ასტანაში მიმავალ ისრაელის პრეზიდენტის, ისააკ ჰერცოგის თვითმფრინავს ქვეყნის საჰაერო სივრცეში ფრენის ნებართვა არ მისცა,- ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის საინფორმაციო პორტალი HavasosyalMedya ავრცელებს.
„ანკარის უარის გამო, მარშრუტი შეიცვალა და თვითმფრინავმა ევროპისა და რუსეთის გავლით იმოძრავა“, – ნათქვამია განცხადებაში.
გამოცემის ცნობით, სტანდარტული მარშრუტით თვითმფრინავს შეეძლო თურქეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის გავლით ფრენა, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებდა მგზავრობის დროს.
მარშრუტის შეცვლის შედეგად, თელ-ავივიდან ყაზახეთის დედაქალაქამდე ფრენას, დაახლოებით, რვა საათი დასჭირდა.
,,თურქეთის ცა დაკეტილია იარაღის გადამტანი ყველა თვითმფრინავისა და ისრაელის ოფიციალური დელეგაციებისთვის, თუმცა ღიაა მესამე ქვეყნებიდან დაგეგმილი სამოქალაქო რეისებისთვის. ისრაელის ავიაკომპანიებს უფლება აქვთ გამოიყენონ თურქეთის საჰაერო სივრცე ტრანზიტული რეისებისთვის”,- განაცხადა დიპლომატიურმა წყარომ.
ცნობისთვის, თურქეთმა ისრაელთან დიპლომატიური ურთიერთობები ღაზაში სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ გაწყვიტა. ქვეყნებს შორის ურთიერთობები საჭიროების შემთხვევაში მხოლოდ სადაზვერვო სააგენტოების მეშვეობით ხორციელდება.
სიახლეები
- უკრაინასა და რუსეთში მსხვერპლია დრონებით შეტევების შედეგად
- ,,ზოგიერთი ელჩი პოლიტიკურ მატრაკვეცობას მიმართავს “- ლევან მახაშვილი
- ,,ისეთ მღელვარებაში ვარ, წარმოიდგინეთ, როგორი არჩევანი მაქვს გასაკეთებელი, ძმათა შორის"- მეუფე ანტონი
- აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარედ ზურა პატარაძე აირჩიეს
- ვის და რა შემთხვევაში დაუფინანსებს სახელმწიფო იპოთეკური სესხების პროცენტებს
