ამ გვერდის ამობედვა

რუსეთის იერიშს კრამატორსკში მედიის წარმომადგენლები ემსხვერპლნენ

რუსეთის მიერ განხორციელებული დრონების თავდასხმის შედეგად, უკრაინის ქალაქ კრამატორსკში ორი ჟურნალისტი დაიღუპა.

დონეცკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ვადიმ ფილაშკინის ინფორმაციით, რუსების თავდასხმას Freedom TV-ის ჟურნალისტი ოლენა გუბანოვა და ოპერატორი ევგენი კარმაზინი ემსხვერპლა.

 

გუბანოვა და კარმაზინი ფრონტის ხაზზე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დღიდან მუშაობდნენ და აქტიურად აშუქებდნენ კრამატორსკსა და სხვა სარეგიონო ომის მოვლენებს.

 

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავდასხმა დაგმო და ის ტერორისტულ აქტად შეაფასა.

 

საერთაშორისო ორგანიზაციები, მათ შორის Reporters Without Borders, დანაშაულის გამოძიებასა და დამნაშავეების დასჯას ითხოვენ.

წაკითხვა 118 ჯერ განახლდა განახლდა ოქტომბერი 23 2025

სიახლეები