ამ გვერდის ამობედვა

თალიბანი წესებს ამკაცრებს – ავღანეთში ქალებს საავადმყოფოებში სრული ჩადრის ტარება მოუწევთ

ავღანეთში მოქმედმა თალიბანის ხელისუფლებამ ქალ პაციენტებს, მომვლელებსა და პერსონალს უბრძანა, ჰერათის დასავლეთით მდებარე საზოგადოებრივი ჯანდაცვის დაწესებულებებში ბურკას (სრული ისლამური ჩადრის) ტარება, – ამის შესახებ სამედიცინო საქველმოქმედო ორგანიზაციამ „ექიმები საზღვრებს გარეშე“-(MSF) განაცხადა.

ორგანიზაციის თქმით, შეზღუდვები 5 ნოემბრიდან ამოქმედდა.

„ეს შეზღუდვები კიდევ უფრო აფერხებს ქალების ცხოვრებას და ზღუდავს მათ წვდომას ჯანდაცვაზე“, – განუცხადა BBC-ს სააგენტოს პროგრამის მენეჯერმა ავღანეთში, სარა შატომ.

მისი თქმით, ეს ეხება მათაც კი, ვისაც „სასწრაფო სამედიცინო დახმარება სჭირდება“.

MSF-მა განაცხადა, რომ ახალი ზომების მიღების პირველი რამდენიმე დღის განმავლობაში, იმ პაციენტების ჰოსპიტალიზაციის 28%-ით შემცირება დაფიქსირდა, რომელთა მდგომარეობაც გადაუდებელი იყო.

თალიბანის მთავრობის წარმომადგენელმა უარყო „ექიმები საზღვრებს გარეშე“-ს ინფორმაცია. ცნობების თანახმად, განგაშის გამოცხადების შემდეგ შეზღუდვები ნაწილობრივ შემსუბუქდა.

“ეს სრულიად მცდარია. მანკიერებისა და სათნოებების სამინისტროს პოზიცია, როგორც წესი, ჰიჯაბის ტარებას ეხება“, – თქვა თალიბანის წარმომადგენელმა, საიფ-ულ-ისლამ ხაიბერმა.

თალიბანის წარმომადგენელმა ასევე უარყო ინფორმაცია, რომ ქალებს სამედიცინო ცენტრებში შესვლა ბურკას ტარების გამო აეკრძალათ.

წაკითხვა 55 ჯერ