"ვგმობთ ვენესუელაში ინტერვენციას, გაერო-ს წესდება ნათლად ადგენს, რომ არ უნდა იყოს სამხედრო ჩარევა" - მექსიკის პრეზიდენტი
ვენესუელაში აშშ-ის სამხედრო ოპერაციას მექსიკის ხელისუფლება გმობს. მექსიკის პრეზიდენტის, კლაუდია შეინბაუმის განცხადებით, მექსიკა ეწინააღმდეგება ინტერვენციებს.
„ჩვენ ვიცავთ ესტრადას დოქტრინას და იმას, რასაც ის წარმოადგენს ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკისთვის, რაც კონსტიტუციაშია ასახული: ის ეწინააღმდეგება ინტერვენციებს და მხარს უჭერს ნებისმიერი კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას. ასევე, გაერო-ს წესდების მე-2 მუხლი ნათლად ადგენს, რომ არ უნდა იყოს სამხედრო ჩარევა, არამედ უნდა იყოს მრავალმხრივი გადაწყვეტა გაერო-ს ფარგლებში. ეს არის ჩვენი პოზიცია და სწორედ ამიტომ ვგმობთ ამ ინტერვენციას ვენესუელაში“, – აცხადებს კლაუდია შეინბაუმი.
მექსიკის პრეზიდენტის თქმით, ქვეყნებს შორის ურთიერთობებში მნიშვნელოვანია თანამშრომლობა და კოორდინაცია, მაგრამ არა დაქვემდებარება.
შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკელმა სამხედროებმა ვენესუელის ლიდერი ნიკოლას მადურო მეუღლესთან ერთად დააკავეს და ქვეყნიდან გაიყვანეს.
სიახლეები
- "ბავშვების გადარჩენა ზედმეტად ეძვირათ'"- ნიკა გვარამია
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 22 აპრილიდან
- 28 აპრილს საქართველოს საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება, სადაც სამი საპატრიარქო კანდიდატი დასახელდება
- გელა გელაძე სუს-ის უფროსად ინიშნება
- "დიუშენის განკურნებაზე პრეტენზიის მქონე მედიკამენტი მსოფლიოში არ არსებობს"- მიხეილ სარჯველაძე