ამ გვერდის ამობედვა

"რამდენიმე კარგი კანდიდატია"-დონალდ ტრამპი ირანის მომავალ ლიდერზე

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, იცის, ვისი ხილვა სურს ირანის ლიდერად უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის ლიკვიდაციის შემდეგ.

CBS News-თან სატელეფონო ინტერვიუში კითხვაზე, როგორ ფიქრობს, ვინ იღებს გადაწყვეტილებებს ხამენეის დაღუპვის შემდეგ, ტრამპმა უპასუხა: „ზუსტად ვიცი ვინ, მაგრამ ვერ გეტყვით“.

ამასთან, კითხვაზე არის თუ არა ირანში ვინმე, ვისი ქვეყნის ლიდერად ხილვაც მას სურს, აშშ-ის პრეზიდენტმა უპასუხა: „დიახ, ვფიქრობ ასეა. რამდენიმე კარგი კანდიდატია“.

წაკითხვა 87 ჯერ განახლდა განახლდა მარტი 01 2026