ალირეზა არაფი ირანის დროებითი ხელმძღვანელობის საბჭოს წევრად დაინიშნა
ალირეზა არაფი ირანის ხელმძღვანელობის საბჭოს წევრად დაინიშნა.
ამის შესახებ „როიტერი“ ირანულ სააგენტოზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას.
სწორედ ამ ორგანოს დაევალა ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის როლის შესრულება იქამდე, ვიდრე ექსპერტთა ასამბლეა ახალ ლიდერს აირჩევს.
ალირეზა არაფი გარდამავალი პერიოდისთვის შექმნილ დროებითი ხელმძღვანელობის საბჭოში ირანის პრეზიდენტთან, მასუდ ფეზეშქიანსა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესთან, გოლამჰოსეინ მოჰსენი ეჯეისთან ერთად იმუშავებს.
სიახლეები
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 16 აპრილიდან
- "მე მჯერა არჩევნების, მინდა, რომ არჩევნებით მოხდეს „ქართული ოცნების“ წასვლა" - სალომე ზურაბიშვილი
- პარლამენტმა ახალი - C5 კატეგორიის ორდინალური ვიზის დაწესებას მხარი დაუჭირა
- " ივანიშვილს და „ოცნებას "გარდაეცვალათ" მამა, ვიქტორ ორბანის სახით" - მიხეი სააკაშვილი
- "უნგრელი ხალხის არჩევანს პატივს ვცემთ" - დიმიტრი პესკოვი