"ირანში კონფლიქტმა შესაძლოა, უკრაინისთვის იარაღის მიწოდება შეანელოს" - ვოლოდიმირ ზელენსკი
ირანში კონფლიქტმა, შესაძლოა, უკრაინისთვის იარაღის მიწოდება შეანელოს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ Corriere della Sera-სთან ინტერვიუში განაცხადა.
ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, გასულ წელს, 12-დღიანი ომის დროს უკრაინისთვის იარაღის მიწოდების პროგრამების მუშაობა შენელდა.
„ჯერჯერობით ეს არ მომხდარა, მაგრამ ვშიშობ, რომ ეს შესაძლოა კვლავ მოხდეს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
ასევე, ზელენსკის ცნობით, უკრაინის, აშშ-ისა და რუსეთის წარმომადგენლებს შორის სამმხრივი შეხვედრის მორიგი რაუნდი კვლავ მარტის დასაწყისშია დაგეგმილი.
„სამმხრივი შეხვედრის გადადება არ მომხდარა, ირანზე შეტევის მიუხედავადაც კი, ამიტომ, მჯერა, რომ იგი გეგმის მიხედვით, შესაძლოა, 5 ან 6 მარტს გაიმართოს. შესაძლოა, აბუ-დაბიში აღარ ჩატარდეს. მე უპირატესობას ჟენევას ვანიჭებ, რადგან ომი ჩვენს კონტინენტზეა“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
სიახლეები
- "განსაკუთრებული იყო მისი დამოკიდებულება ქუთაისის თეატრის მოყვარულთა საზოგადოების მიმართ" - გარდაიცვალა ნანა ქაჯაია
- ვრცელდება პაპუნა ლოცულაშვილის განცხადება, რომელზეც გორში სამართალდამცველების მხრიდან ფიზიკური ძალადობა განხორციელდა
- "დავბრუნდი 17 წლის მერე და ისევ ემიგრანტი გავხდი, ამჯერად საკუთარ ქვეყანაში“ – ელზა ჯაბიძე
- "ნაციონალურ მოძრაობას“ ნამდვილად არ აქვს უფლება, ისაუბროს ძალადობაზე, სისტემურ დანაშაულზე, ეს მათმა მომხრეებმაც კი გადასარევად იციან" - მიხეილ სარჯველაძე
- „საქართველო იმსახურებს უკეთესს“ სრულიად უკბილო და არაადეკვატური ლოზუნგია, „შემოდგომაზე შევიკრიბებით უფრო მეტი“ კი ძალიან მავნე გეგმაა"