ამ გვერდის ამობედვა

თურქეთის სკოლაში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ საზოგადოების ნაწილი პოპულარული სერიალების დახურვას ითხოვს

თურ­ქეთ­ში მომ­ხდარ­მა შემ­ზა­რავ­მა ტრა­გე­დი­ამ - ქაჰ­რა­მან­მა­რაშ­სა და შან­ლი­ურ­ფა­ში სკო­ლებ­ზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ­მა თავ­დას­ხმებ­მა - ქვეყ­ნის დღის წეს­რი­გი რა­დი­კა­ლუ­რად შეც­ვა­ლა. სის­ხლი­ა­ნი თავ­დას­ხმე­ბის შემ­დეგ, თურ­ქუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა და ხე­ლი­სუფ­ლე­ბა კვლავ და­უ­პი­რის­პირ­და ტე­ლე­ინ­დუსტრი­ას.

ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში მო­ექ­ცა ტე­ლე­კომ­პა­ნია NOW TV-ის რე­ი­ტინ­გუ­ლი სე­რი­ა­ლი "Yeraltı“ (ია­ტაკ­ქვე­შე­თი), რომ­ლის და­ხურ­ვის შე­სა­ხე­ბაც სე­რი­ა­ლის ფა­ნე­ბის სენ­სა­ცი­უ­რი ცნო­ბე­ბი ვრცელ­დე­ბა.

 

"მა­ფი­ის კულ­ტი უნდა დას­რულ­დეს“ - რა­სიმ ოზან ქუ­თა­ჰი­ა­ლის მკაც­რი გან­ცხა­დე­ბა

  • სე­რი­ა­ლის გარ­შე­მო სკან­და­ლი მას შემ­დეგ გამ­წვავ­და, რაც ცნო­ბილ­მა თურ­ქმა ჟურ­ნა­ლის­ტმა, რა­სიმ ოზან ქუ­თა­ჰი­ა­ლიმ, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში სენ­სა­ცი­უ­რი პოს­ტი გა­მო­აქ­ვეყ­ნა. მისი მტკი­ცე­ბით, პრო­დი­უ­სერ ფა­თიჰ აქ­სო­ის პრო­ექ­ტი "Yeraltı“ აღა­რა­სო­დეს არ უნდა დაბ­რუნ­დეს ეკ­რან­ზე.

"სე­რი­ა­ლი, რო­მე­ლიც ბავ­შვებს ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბის­კენ უბიძ­გებს, მა­ფი­ო­ზურ დაჯ­გუ­ფე­ბებს ქა­რიზ­მა­ტუ­ლად წარ­მო­ა­ჩენს, ხოლო სა­ხელ­მწი­ფო ინ­სტი­ტუ­ტებს მათ ფონ­ზე მე­ო­რე­ხა­რის­ხოვ­ნად აქ­ცევს - დას­რუ­ლე­ბუ­ლია! თურ­ქეთ­ში ვერ­ცერ­თი სე­რი­ა­ლი ვე­ღარ გა­ბე­დავს კრი­მი­ნა­ლე­ბი­სა და განგსტე­რე­ბის გმი­რე­ბად გა­მოყ­ვა­ნას. ვინც ამას შე­ეც­დე­ბა, სა­ხელ­მწი­ფო მას ძა­ლი­ან მძი­მე ფასს გა­და­ახ­დე­ვი­ნებს“, - აცხა­დებს ქუ­თა­ჰი­ა­ლი.

ჟურ­ნა­ლის­ტის თქმით, ია­რა­ღის ტა­რე­ბის უფ­ლე­ბა მხო­ლოდ სა­ხელ­მწი­ფო პი­რებს აქვთ და ტე­ლე­ვი­ზია არ უნდა ახ­დენ­დეს იმ ადა­მი­ა­ნე­ბის რო­მან­ტი­ზე­ბას, რომ­ლე­ბიც კა­ნონს არ­ღვე­ვენ.

  • დევ­ლეთ ბაჰჩე­ლის მო­უ­ლოდ­ნე­ლი მხარ­და­ჭე­რა და ურაზ ქა­ი­ა­რ­ოღ­ლუს პერ­სო­ნა­ჟი
 

სე­რი­ა­ლის გარ­შე­მო ვი­თა­რე­ბას კი­დევ უფრო დრა­მა­ტულს ხდის პო­ლი­ტი­კუ­რი კონ­ტექ­სტი. სე­რი­ალ­ში მთა­ვარ როლს პო­პუ­ლა­რუ­ლი მსა­ხი­ო­ბი ურაზ ქა­ი­ა­რ­ოღ­ლუ ას­რუ­ლებს, რო­მე­ლიც ეკ­რან­ზე ბო­ზ­ქურთ ჰა­ნ­ოღ­ლუს (მეტ­სა­ხე­ლად "ბოზო“) გა­ნა­სა­ხი­ე­რებს.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ტრა­გე­დი­ამ­დე ცოტა ხნით ადრე, ნა­ცი­ო­ნა­ლის­ტუ­რი მოძ­რა­ო­ბის პარ­ტი­ის (MHP) ლი­დე­რი, დევ­ლეთ ბაჰჩე­ლი, პი­რა­დად და­უ­კავ­შირ­და ურაზს, მი­უ­ლო­ცა რო­ლის წარ­მა­ტე­ბით შეს­რუ­ლე­ბა და სე­რი­ა­ლის მი­მართ სიმ­პა­თია გა­მო­ხა­ტა. ახლა კი, რო­დე­საც სე­რი­ა­ლის აკ­რძალ­ვა­ზე და­ი­წყო სა­უ­ბა­რი, ბევ­რს აინ­ტე­რე­სებს, რო­გო­რი იქ­ნე­ბა გავ­ლე­ნი­ა­ნი პო­ლი­ტი­კო­სის რე­აქ­ცია მისი ფა­ვო­რი­ტი პრო­ექ­ტის გა­ჩე­რე­ბა­ზე.

 

მას­შტა­ბუ­რი "წმენ­და“?

მა­ყუ­რებ­ლებ­ში დაბ­ნე­უ­ლო­ბა გა­მო­იწ­ვია იმ ფაქ­ტმაც, რომ "Yeraltı“-სთან ერ­თად ეთე­რი­დან გაქ­რა კი­დევ ერთი პო­პუ­ლა­რუ­ლი პრო­ექ­ტი - "Eşref Rüya“ (ეშ­რე­ფის სიზ­მა­რი) თურ­ქუ­ლი მე­დია ვა­რა­უ­დობს, რომ ეს არ არის შემ­თხვე­ვი­თო­ბა. სკო­ლებ­ზე თავ­დას­ხმის შემ­დეგ, თურ­ქე­თის ტე­ლე­ვი­ზი­ი­სა და რა­დი­ოს უმაღ­ლეს­მა საბ­ჭომ (RTÜK) და­ი­წყო მას­შტა­ბუ­რი შე­მოწ­მე­ბა ყვე­ლა იმ სე­რი­ა­ლის, სა­დაც აქ­ცენ­ტი კრი­მი­ნალ­ზე, ია­რაღ­სა და ძა­ლა­დო­ბა­ზეა გა­კე­თე­ბუ­ლი.

 

რას ელო­დე­ბა მა­ყუ­რე­ბე­ლი?

ამ დრო­ის­თვის NOW TV-ს ოფი­ცი­ა­ლუ­რი კო­მენ­ტა­რი არ გა­უ­კე­თე­ბია. თურ­ქუ­ლი პრე­სა ორ ვერ­სი­ას გა­ნი­ხი­ლავს: ან არხი იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­დე­ბა სე­რი­ა­ლი სა­ერ­თოდ გა­ა­უქ­მოს, ან სცე­ნა­რი ძი­რე­უ­ლად შე­იც­ვლე­ბა - "ბო­ზოს“ პერ­სო­ნა­ჟი ნაკ­ლე­ბად აგ­რე­სი­უ­ლი გახ­დე­ბა და აქ­ცენ­ტი კრი­მი­ნა­ლუ­რი სამ­ყა­რო­დან სხვა თე­მებ­ზე გა­და­ვა.

თურ­ქეთ­ში ტე­ლე­ინ­დუსტრია დიდი ცვლი­ლე­ბე­ბის ზღვარ­ზეა, "Yeraltı“-ს ბედი კი სხვა მსგავ­სი ჟან­რის პრო­ექ­ტე­ბის­თვი­საც გა­დამ­წყვე­ტი აღ­მოჩ­ნდე­ბა.

 

წყარო

წაკითხვა 74 ჯერ