ახალ ზელანდიაში ვულკანის ამოფრქვევის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა ხუთამდე გაიზარდა
ახალ ზელანდიაში, თეთრ კუნძულზე, ვულკანის ამოფრქვევის შედეგად დაღუპულია 5 და დაკარგულია 8 ადამიანი, - ამის შესახებ „ბიბისი“ ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით იუწყება.
გამოცემის ცნობით, მაშველებმა 34 ადამიანის გადარჩენა შეძლეს, რომელთაგან 31 კვლავ საავადმყოფოში რჩება.
ტურისტები კუნძულიდან ნავისა და ვერტმფრენის საშუალებით გაიყვანეს. სახიფათო მდგომარეობის გამო, საგანგებო სიტუაციების სამსახურები ტერიტორიამდე მისვლას ამ დრომდე ვერ ახერხებენ. მაშველებმა კუნძულის თავზე ვერტმფრენით სადაზვერვო გადაფრენა განახორციელეს, თუმცა იქ სიცოცხლის ნიშანი ვერ აღმოაჩინეს.
პოლიციის ინფორმაციით, ინციდენტის დროს კუნძულზე 47 ადამიანი იმყოფებოდა.
თეთრი კუნძული, რომელსაც ვაკაარისაც უწოდებენ, ქვეყნის ყველაზე აქტიური ვულკანია, მიუხედავად ამისა, მას უამრავი ტურისტი სტუმრობს.
სიახლეები
- თეირანში სპორტული საზოგადოების სამი წევრი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს
- ,,რა დავაშავე, რომ ჩემს დასთან, ჩემს შვილებთან და მეუღლესთან არ შემიძლია დარეკვა?"- პაატა ბურჭულაძე
- ,,ხელისუფლებაში რომ ყოფილიყო მათი „ენჯეოს“ კოჰორტა, დღეს ვიქნებოდით დანგრეული ქვეყანა"- შალვა პაპუაშვილი
- „ქართული ოცნების“ სახელით გუშინ ოფიციალური საჩივრით მივმართეთ „ბიბისის“ – შალვა პაპუაშვილი
- ჩხოროწყუში მომხდარ ავარიას 21 წლის ახალგაზრდა ემსხვერპლა