ტრამპი: თეირანის შესაძლო აგრესიას აშშ ირანის 52 ობიექტზე დარტყმით უპრასუხებს
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვაშინგტონმა განსაზღვრა ირანის 52 ობიექტი, რომლებსაც „ძალიან სწრაფად და ძალიან ძლიერ დარტყმას“ მიაყენებენ, თუ თეირანი იერიშს მიიტანს ამერიკულ სამიზნეზე.
ამ დროს აშშ-ის ქუჩებში ირანის მაღალი რანგის სამხედრო მეთაურის მოკვლის საწინააღმდეგო საპროტესტო გამოსვლები გაიმართა.
„ირანი ძალიან თამამად ამბობს, აშშ-ის ობიექტებს დაარტყამს რათა შური იძიოს იმის გამო, რომ ჩვენ მსოფლიოს მოვაშორეთ მათი ტერორისტი ლიდერი, რომელმაც ახლახან მოკლა ერთი ამერიკელი და დაჭრა ბევრი სხვა, რომ არაფერი ვთქვათ ყველა იმ ადამიანზე, რომლებიც მან მისი სიცოცხლის მანძილზე დახოცა, ირანელი დემონსტრანტების ჩათვლით,“ დაწერა ტრამპმა ტვიტერში 4 იანვარს.
აშშ-ის პრეზიდენტი ამტკიცებს, რომ ყასემ სოლეიმანი, რომელიც 3 იანვარს აშშ-ის საჰაერო თავდასხმის შედეგად იქნა მოკლული ბაღდადში, თავს დაესხა აშშ-ის საელჩოს ბაღდადში და ამზადებდა „სხვა ადგილებზე თავდასხმებს“.
„ირანი პრობლემას წარმომადგენს წლების განმავლობაში. ეს ჩემი გაფრთხილება იქნება, რომ თუ ირანი თავს დაესხმება ამერიკელებს, ან ამერიკის ობიექტებს, ჩვენ განვსაზღვრეთ ირანის 52 (წლების წინ ირანის მიერ მძევლად აყვანილი ამერიკელების რაოდენობის შესაბამისად), მათ შორის ირანისა და მისი კულტურის მაღალი დონის და მნიშვნელოვანი ობიექტი".
ტრამპის მიერ „კულტურის“ ობიექტების ხსენება პოტენციურ სამიზნეებთან ერთად მის მიმართ კრიტიკის საგანი გახდა.
სიახლეები
- ,,პროდუქტებზე მაღალი ფასნამატია, უნდა დაიწყოს გამოძიება, შეიქმნას საგამოძიებო კომისია"- ირაკლი კობახიძე
- მოსკოვში აფეთქების შედეგად პოლიციელები დაიღუპნენ
- ,,გაფახზულის სესიაზე სპეციალური კომისია შეიქმნება, რომელიც დაიწყებს სასურსათო პროდუქტებზე ფასების ფორმირების პროცესის საჯარო შესწავლას"- შალვა პაპუაშვილი
- ანკარაში თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი დაიღუპა
- ,,ლელოს” დააწყებინეს კამპანია, მერე გაწიეს ,,ლელო”, გადააბარეს ,,ალტ ინფოს” და ,,პატრიოტთა ალიანსს”, ჩართული ჰყავთ უცხოეთიდან დაფინანსებული ,,ენჯეოებიც”- ირაკლი კობახიძე