ამ გვერდის ამობედვა

როგორ შეძლო ნორვეგიამ, რომ ქვეყნის დედაქალაქში ავარიით ადამიანები არ იღუპებიან - 2019 წელს ოსლოში ავტოსაგზაო შემთხვევამ ერთადერთი ადამიანი იმსხვერპლა

ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვე­ბის შე­დე­გად, 2019 წელს, ნორ­ვე­გი­ის დე­და­ქა­ლაქ ოს­ლო­ში მხო­ლოდ ერთი ადა­მი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა.

 

ამას­თან, ის­ტო­რი­ა­ში პირ­ვე­ლად, მთელ ნორ­ვე­გი­ა­ში ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვის შე­დე­გად არ გარ­დაც­ვლი­ლა არც ერთი 16 წლამ­დე მო­ზარ­დი.

 

 

თუმ­ცა, აქვე უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ მთლი­ა­ნად ქვე­ყა­ნა­ში 2018 წელ­თან შე­და­რე­ბით, საგ­ზაო შემ­თხვე­ვა­თა შე­დე­გად გარ­დაც­ვლილ­თა რი­ცხვი გაზ­რდი­ლია - 2018 წელს გარ­და­იც­ვა­ლა 108 ადა­მი­ა­ნი, ხოლო 2019 წელს - 110.

 

 

ად­გი­ლობ­რი­ვი გა­მო­ცე­მა Aftenposten წერს, რომ საგ­ზაო შემ­თხვე­ვე­ბის შე­დე­გად გარ­დაც­ვლილ­თა რა­ო­დე­ნო­ბა 2017 წელ­საც ძა­ლი­ან და­ბა­ლი იყო. მა­შინ ოს­ლო­ში 3 ადა­მი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა.

 

 

 

 

 

ნორ­ვე­გი­ის გზე­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის სამ­სა­ხუ­რი ცნო­ბით, ბოლო 50 წე­ლი­წად­ში ავა­რი­ე­ბის შე­დე­გად გარ­დაც­ვლილ­თა რა­ო­დე­ნო­ბა მკვეთ­რად შემ­ცი­რე­ბუ­ლია. მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, 1975 წელს ოს­ლო­ში 41 ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა საგ­ზაო შემ­თხვე­ვებს და მას შემ­დეგ გარ­დაც­ვლილ­თა რი­ცხვმა მკვეთ­რად იკლო.

 

 

ევ­რო­კავ­ში­რის ქვეყ­ნებს შო­რის ყვე­ლა­ზე სა­ხი­ფა­თო, საგ­ზაო შემ­თხვე­ვე­ბის კუ­თხით, ბულ­გა­რე­თი და რუ­მი­ნე­თია, სა­დაც ყო­ველ მი­ლი­ონ ადა­მი­ან­ში 90 ავა­რი­ებს ეწი­რე­ბა.

 

 

 

 

 

რო­გორ მი­აღ­წია ნორ­ვე­გი­ამ ასეთ შე­დეგს?

 

2002 წელს ნორ­ვე­გი­ის მთავ­რო­ბამ წა­რად­გი­ნა პროგ­რა­მა Vision Zero (ნუ­ლო­ვა­ნი ხედ­ვა), რომ­ლის მი­ზა­ნიც იყო, საგ­ზაო ინ­ცი­დენ­ტე­ბი­სა და მათ შე­დე­გად გარ­დაც­ვლილ ადა­მი­ან­თა რა­ო­დე­ნო­ბის მი­ნი­მუ­მამ­დე შემ­ცი­რე­ბა. სწო­რედ ეს პროგ­რა­მა უდევს სა­ფუძ­ვლად გზე­ბის უსაფრ­თხოდ მო­წყო­ბას.

 

 

პროგ­რა­მის ამოქ­მე­დე­ბის შემ­დეგ შემ­ცირ­და სა­შუ­ა­ლო და­საშ­ვე­ბი სიჩ­ქა­რე ნორ­ვე­გი­ის გზებ­ზე და ბა­ზარ­ზე გა­ი­ზარ­და უსაფრ­თხო მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბის მქო­ნე ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა.

 

 

 

 

 

ოს­ლო­ში გზე­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ ავ­ტო­მო­ბი­ლით სა­ვალ ნა­წი­ლებ­ზე შე­ზღუდ­ვე­ბი და­ა­წე­სა, გან­სა­კუთ­რე­ბით მკაც­რი შე­ზღუდ­ვე­ბი კი ქა­ლა­ქის ცენ­ტრში მოქ­მე­დებს. შე­ზღუდ­ვე­ბი ძი­რი­თა­დად ეხე­ბა სიჩ­ქა­რეს. ასე­ვე უდი­დე­სი ყუ­რა­დღე­ბა ეთ­მო­ბა ავ­ტო­მო­ბი­ლის ტექ­ნი­კუ­რად გა­მარ­თუ­ლო­ბას.

 

 

გზებ­ზე "2+1" გზე­ბი აშენ­და, რაც გუ­ლის­ხმობს, რომ სა­პი­რის­პი­რო მი­მარ­თუ­ლე­ბით მოძ­რავ ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი­სათ­ვის წინ მი­მა­ვა­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის გა­და­სას­წრე­ბად და­მა­ტე­ბი­თი შუა ზო­ლია გა­მო­ყო­ფი­ლი. მო­ე­წყო ქვე­ით­თა გა­და­სას­ვლე­ლე­ბი.

 

 

და­ი­წყო ერ­თმა­ნეთ­თან კარ­გად და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ვე­ლო­ბი­ლი­კე­ბის მო­წყო­ბა, რათა მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ორ­ბორ­ბლი­ან ტრან­სპორტზე გა­და­სუ­ლიყ­ვნენ. გზე­ბის მაქ­სი­მა­ლუ­რად უსაფრ­თხოდ მო­წყო­ბის პრო­ცე­სი და უსაფრ­თხო­ე­ბის ზო­მე­ბის გამ­კაც­რე­ბა დღემ­დე მიმ­დი­ნა­რე­ობს, თუმ­ცა შე­დე­გი უკვე სა­ხე­ზეა.

 

 

 

https://www.ambebi.ge/

წაკითხვა 731 ჯერ განახლდა განახლდა იანვარი 06 2020

სიახლეები