ამ გვერდის ამობედვა

ტოკიოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების მკვეთრი ზრდა დაფიქსირდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში ტოკიოში COVID-19-ით ინფიცირების მკვეთრი ზრდა დაფიქსირდა.

იაპონიის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, დედაქალაქში, სადაც ერთი კვირის წინ საგანგებო მდგომარეობა მოიხსნა, კორონავირუსით ინფიცირების 30 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

 

ასეთი მკვეთრი ზრდა ბოლოს 14 მაისს შეინიშნებოდა.

 

ყველაზე მეტი შემთხვევა ქალაქ კიტა-კიუსიუში დაფიქსირდა. ბოლო 10 დღის განმავლობაში აქ 113 ადამიანი დაინფიცირდა.

 

ადგილობრივი ხელისუფლება ახალი კორონავირუსის მეორე ტალღაც პროგნოზირებს და მოსახლეობას, შეძლებისდაგვარად, სახლიდან გასვლისგან თავი შეიკავოს. 

წაკითხვა 401 ჯერ განახლდა განახლდა ივნისი 02 2020