ღორის ნეკნები
ინგრედიენტები:
- ღორის ნეკნები - 1 კგ
- დაფქული შავი პილპილი - 0.5 ჩკ
- მარილი - 1.5 ჩკ
- როზმარინი - 1 ღერი
- ლიმონი - 1 ცალი სერვირებისთვის
- მდოგვი - 1 სკ
- თაფლი - 2 სკ
- ნიორი - 2 კბილი
გარეცხეთ ნეკნები, მსუბუქად გააშრეთ ქაღალდის პირსახოცებით და მოაცალაეთ ზედმეტი ნაწილები. ნეკნებს ყველა მხრიდან კარგად წაუსვით მარილი და დაფქული შავი პილპილი. შეურიეთ თხევადი თაფლი, მდოგვი და დაჭერილი ნიორი. სილიკონის ფუნჯის გამოყენებით სოუსი გადაუსვით ნეკნებს. ნეკნები მოვათავსოთ ცხიმწასმულ ტაფაზე, დავაფაროთ ფოლგა და ღუმელში შევდოთ 40 წუთის განმავლობაში 180 გრადუსზე. ფრთხილად ამოიღეთ ფოლგა და გააგრძელეთ ხარშვა კიდევ 20 წუთის განმავლობაში. ნეკნები დადეთ თეფშზე და დაუმატეთ ლიმნის ერთი ნაჭერი და როზმარინი.
წყარო:gemrielia.ji
სიახლეები
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში – უახლოესი დღეების პროგნოზი
- ,,ბრიტანეთის სანქციები ყველზე ქმედითი გამოდგა, შესაბამისად, ამის გაგრძელება ძალიან მნიშვნელოვანია"- ნიკა გვარამია
- ,,კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“ ზოგს მიაჩნია, რომ სააკაშვილია ერთადერთი და განუმეორებელი"- გია ვოლსკი
- ,,ისრაელსა და ლიბანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება სამი კვირით გახანგრძლივდება"- დონალდ ტრამპი
- ქუთაისის აეროპორტში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებება ამოიღეს
