"პრეზიდენტის ვეტოს დაძლევა გავლენას მოახდენს საქართველო-ამერიკის ურთიერთობაზე" - მილერი

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტზე“ საქართველოს პრეზიდენტის ვეტოს დაძლევა გავლენას მოახდენს საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობებზე. ამის შესახებ „ამერიკის ხმას“ განუცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა. როგორც მილერმა თქვა, ამ კანონით „წარმოუდგენლად შეშფოთებული“ არიან:

„ამის მიზეზი ნაწილობრივ სწორედ ის შესანიშნავი მეგობრობაა, რომელიც ამერიკასა და საქართველოს შორის არსებობს. თუკი გასულ 30 წელს თვალს გადაავლებთ, ორ ქვეყანას, ორ ხალხს უდიდესი კავშირი ჰქონდა. ჩვენ სრულად ვუჭერდით მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. სრულად ვუჭერდით მხარს ევროპასთან მეტ ინტეგრაციას, ნაბიჯებს, რომლებსაც დემოკრატიის გასაფართოებლად დგამდნენ”.

 

მილერმა ე.წ. გამჭვირვალობის კანონს უკან გადადგმული ნაბიჯი უწოდა:

 

„როდესაც ვხედავთ ამის მსგავს უკან გადადგმულ ნაბიჯს, როცა ვხედავთ, რომ იღებენ კანონს, რომელიც საკმაოდ მკაფიოდ ეფუძნება რუსეთში [არსებულ] კანონებს, რომელთა მხარდამჭერი მოქმედებებიც სწორედ რუსეთის ორბიტაზე მყოფი ქვეყნებისგან გვინახავს, ეს ჩვენ ძალიან სერიოზულად გვაშფოთებს“.

 

„ქართული ოცნების” ლიდერები ვაშინგტონს შანტაჟის ენით საუბარში ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ სავიზო რეჟიმისა და სავაჭრო ურთიერთობის გამარტივების თუ სამხედრო დახმარების გაძლიერების დაპირება, რასაც თბილისი კანონზე უარის და არჩევნების დემოკრატიულ გარემოში ჩატარების შემთხვევაში მიიღებს, ერთი მხრივ, ბუნდოვანი პერსპექტივაა”, მეორე მხრივ კი, „ნამდვილი მეგობრები“ ერთმანეთისგან დათმობებზე წასვლას არ უნდა ითხოვდნენ:

 

„ამდენად სერიოზულად შეშფოთებული არ არის მხოლოდ შეერთებული შტატები და არა მხოლოდ ევროპული საზოგადოების წევრები, არამედ უპირველესად, ქართველი ხალხი. ამას დაინახავთ, თუ შეხედავთ საქართველოს ქუჩებში ოპოზიციის, პროტესტის ნაკადს.... ყოველ ეჭვგარეშეა თუკი საქართველო გადადგამს ამ ნაბიჯს, თუკი პრეზიდენტის ვეტო დაძლეული იქნება, ამას ძალიან მკაფიოდ ექნება შედეგები საქართველოსა და ამერიკის ურთიერთობაზე. ამას ექნება შედეგი სხვა ევროპულ სახელმწიფოებსა და საქართველოს შორის ურთიერთობაზე და საბოლოოდ საქართველოს ევროპულ მისწრაფებებზე“, - უთხრა მილერმა „ამერიკის ხმას“ 23 მაისს.

წაკითხვა 217 ჯერ განახლდა განახლდა მაისი 24 2024
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.